22 Views
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, 55 წლის ემზარ ჯანაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
რამდენიმე დღის განმავლობაში, დაშავებულს, თბილისში, ქირურგიის ცენტრში მკურნალობდნენ.
ექიმების განმარტებით, ჯანაშვილს, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ემზარ ჯანაშვილი, დედოფლისწყაროს საკრებულოს წევრი, სოფელ არბოშიკის მაჟორიტარი დეპუტატი, 2021 წლის ადგილობრივი თვითთმმართველობის არჩევნების დროს გახდა.
გარდაცვლილი დეპუტატი, საკრებულოში, ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო.
წყარო: “tia.ge”