დიმიტრი მედვედევი – შემოერთებული ტერიტორიების დასაცავად ყველანაირი იარაღის, მათ შორის სტრატეგიული ბირთვული იარაღის, გამოყენება მოხდება

September 22, 17:47
0
465

რეფერენდუმები ჩატარდება და დონბასის რესპუბლიკებსა და სხვა ტერიტორიებს რუსეთის შემადგენლობაში მივიღებთ, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალები ყველა შეერთებული ტერიტორიის დაცვას მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

„რუსეთმა გამოაცხადა, ასეთი დაცვისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ სამობილიზაციო შესაძლებლობები, არამედ ნებისმიერი რუსული იარაღი, მათ შორის სტრატეგიული ბირთვული იარაღი“, – აღნიშნა მედვედევმა.

მისი თქმით, მოსკოვს დასავლეთის მუქარის არ ეშინია.

„სხვადასხვა გადამდგარი იდიოტები გენერლების ზოლებით ნუ გვაშინებენ ყირიმზე ნატოს დარტყმის შესახებ საუბრით. ჰიპერბგერითს ნამდვილად ბევრად უფრო სწრაფად შეუძლია ევროპასა და ამერიკაში სამიზნეებამდე მიღწევა“, – წერს მედვედევი.

მისი თქმით, „დასავლურ ისტებლიშმენტს“ და ზოგადად, ნატოს ქვეყნების ყველა მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ „რუსეთმა თავისი გზა აირჩია და უკან დასახევი გზა არ არის“.

Cesko