ვლადიმირ პუტინი: „ეფესბემ“ რუსი ჟურნალისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის მკვლელობის მცდელობა აღკვეთა

0
382
28 Views

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, „ეფესბემ“ ჩაშალა ტერორისტული ჯგუფის მცდელობა, რუსი ჟურნალისტი მოეკლათ.

„დღეს დილით უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა შეაჩერა ტერორისტული ჯგუფი, რომელიც გეგმავდა ცნობილ რუს ჟურნალისტზე თავდასხმას და მის მოკვლას“, – განაცხადა პუტინმა რუსეთის გენერალური პროკურატურის საბჭოს სხდომაზე.

„რა თქმა უნდა, ახლა ამას უარყოფენ, მაგრამ ფაქტები და მტკიცებულებები უდავოა“, – აღნიშნა პუტინმა.

მანამდე რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ეფესბემ“ დააკავა ნეონაცისტების ჯგუფი, რომელიც, უკრაინის უშიშროების სამსახურის დაკვეთით, ჟურნალისტ ვლადიმირ სოლოვიოვის მკვლელობას ამზადებდნენ.

ვიდეო

Cesko