საიტზე „ხალხის მსახური” გამოქვეყნებულ განცხადებაში პარტიის პოლიტსაბჭოს და ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ხელმძღვანელობას მიმართავს და სთხოვს მათ განიხილონ რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან მჭიდროდ დაკავშირებილი ბიძინა ივანიშვილის და მისი დასავლური აქტივების წინაამდეგ სანქციების დაწესების საკითხი.
„უკრაინელები და ქართველები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან მოძმე ხალხები. ქართველები ომში უკრაინისთვის იბრძვიან, საქართველოს ცნობილმა ადამიანებმა ჩვენს მხარდამჭერი ვიდეო ჯერ კიდევ 24 თებერვლამდეც გადაიღეს. ისინი გულშემატკივრობენ უკრაინას და ჩვენი გამარჯვებას ომში. მაგრამ არა საქართველოს ხელისუფლება. მიზეზი კი ძალიან მარტივია – მთავარი ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან” – ამბობს იგი
საიტის თანახმად, დავით არახამია აღნიშნავს, რომ ამ კავშირებს ადასტურებენ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული „ივანიშვილის ჩანაწერები”
ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლების მთელი პოლიტიკა არის კრემლის მითითებების შესრულება. სწორედ ესაა მიზეზი მათი რიტორიკის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების არაღიარებისა და რუსეთის ფედერაციის სანქციების გვერდის ავლით რუსეთის ფედერაციის დახმარების მცდელობისა, – წერს საიტი.
„დღეს ივანიშვილი გადაიქცა ქართველ იანუკოვიჩად. ის და მისი ხალხი უკრაინაში ატარებენ პოლიტიკას, რომელსაც ქართველი ხალხი არ უჭერს მხარს. მას უნდა ქართველი და უკრაინელი ხალხი ერთმანეთს ათწლეულების მანძილზე წაჰკიდოს ერთმანეთს. ამის თავიდან ასაცილებლად მე მივმართავ ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ხელმძღვანელობას ივანიშვილისა და მისი აქტივების წინააღმდეგ დასავლეთში სანქციების დაწესების შესახებ. ვერავინ ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ვერ დამპყრობლები და ვერც ისინი, ვინც მას ეხმარებიან”, – დასძენს არახამია.