რატომ არ აქვეყნებენ ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია შვილის ფოტოებს და როგორია მათი ურთიერთობა კამერებს მიღმა?

0
249
26 Views

2023 წლის 2 ივნისს ლიზა და ირაკლი პირველი შვილის, გიორგი მაქაცარიას მშობლები გახდნენ. მშობლები ახალშობილის საჯაროდ გამოჩენას ერიდებიან, თუმცა მის ფოტოებს დაფარული სახით მაინც აქვეყნებენ და მეგობრებისგან დიდ სიყვარულს იმსახურებენ. როგორც ლიზამ აღნიშნა, ეს ახალი წელი მისი ოჯახისთვის ჯადოსნური იყო, რადგან პირველად იზეიმეს პატარა გიორგისთან, მათთვის ყველაზე განსაკუთრებულ ადამიანთან ერთად.

ამჯერად ლიზა სოციალურ ქსელში გამომწერების კითხვებს პასუხობს და არაერთ საინტერესო თემაზე საუბრობს. ლიზამ აღნიშნა, რომ ორსულობისას მხოლოდ 6 კილოგრამი მოიმატა და ეს არა დედის, ქეთი ასათიანის რეკომენდაციების, არამედ, უფრო მეტად, მეტაბოლიზმის შედეგია. მან ისით თქვა, რომ დეპრესია არასდროს, მათ შორის, არც მშობიარობის შემდეგ არ ჰქონია. ლიზა შვილის, გიორგის შესახებაც წერს  და ამბობს, რომ ის უკვე 8 თვისაა და ჰყავს ძიძა, რომელიც ლიზას ყოველდღიურად ეხმარება. ლიზამ განმარტა ისიც, რომ მაქსიმალურად ცდილობს, შვილი სოციალურ ქსელს მოარიდოს და სწორედ ამიტომ არ აქვეყნებენ მის ფოტოებს.

ლიზა ჩიჩუამ დაწერა ისიც, რომ მეუღლესთან, ირაკლი მაქაცარიასთან არასდროს კამათობს:

“ალბათ, ეს ერთ-ერთ დიდი პლუსია ასაკში სხვაობის. ადრე ვბრაზდებოდით, როგორ შეიძლება, არ ვჩხუბობდეთო…” – წერს ის.

Cesko