მამა ლევან ჯიქური სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, რომლითაც მის თავს გადახდენილ ისტორიას ჰყვება:
“პირველ ფოტოზე ჩანს რომ, ამერიკულ ჰოსპიტალში, ზაფხულში, ედიშერ მაღალაშვილმა, წელის მალებზე გამიკეთა ოპერაცია. მეორე ფოტოზე კი თოდუას კლინიკის ფორმა ასი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში გადაიგზავნა დაფინანსებაზე.
კომპიუტერულ კვლევაზე დაყრდნობით ჩანს რომელი მალაც პრობლემური იყო, ექიმი შეხებულიც არ არის, მხოლოდ გამჭრა.
ყველაზე ძალიან უსთმართლობას და ჩაგვრას ვერ ვიტან და მე აღმოვჩნდი მაგ დღეში.
და ვერც ვერაფერს ვაკეთებ რომ სხვები მაინც დავიცვა ამ ვითომ ექიმისგსგან, რადგან არასდროს არავისთვის მიჩივლია და ვერ ვუჩივი. რჯული და მღვდლობა კი მიჭერს რომ ხელები მოვამტვრიო, რათა სხვები აღარ გაამწაროს ჩემსავით.
ერთი ეს დამრჩენია ხალხის დასაცავად, ვინც ამას წაიკითხავთ გთხოვთ გააზიარეთ რომ არ გაეკაროს მაგას ხალხი” – წერს მამა ლევანი.