არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმულ სესხებთან დაკავშირებით მიმოხილვას აქვეყნებს.
მიმოხილვის თანახმად, 2023 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთიანი 184 391 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. იქიდან გამომდინარე, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს რეფინანსირების განაკვეთი 9%-მდე შეამცირა ამ 190 000-მდე მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება.
ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 12.5 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია გაცემული, აქედან შინამეურნეობებზე – 7.1 მლრდ ლარის (57%), იურიდიულ პირებზე – 5.4 მლრდ ლარის (43%), ბიზნეს სესხების მოცულობა კი 6.5 მლრდ ლარს შეადგენს.
იპოთეკური სესხების ჯამური მოცულობა 3.7 მლრდ ლარი, სამომხმარებლო სესხების კი 2.2 მლრდ ლარია.
2023 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 16.5% შეადგინა, რაც დაახლოებით 0.6%-ით ნაკლებია წლის დასაწყისში არსებულ მაჩვენებელზე და ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობამ 29 მლრდ ლარს მიაღწია. ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ეროვნულ ვალუტაში ჯამურად გაცემული სესხების 43%-ს შეადგენს.
სხვა ახალი ამბები:
ცნობილია – როგორი შემოსავალი ექნებათ ზოდიაქოს ნიშნებს 2024 წელს
(ვიდეო) საოცარი კადრები: იტალიური ანსამბლის მიერ შესრულებული მეგრული სიმღერა
“ერთადერთი ვარ ვინც მთელ მსოფლიოში სიმართლეს ამბობს..” – ნახეთ გაფრთხილება მოსახლეობას
,,მეხვეწებოდა, ცოლად გავყოლოდი, მაგრამ ამიტომ უარი ვუთხარი” – ვის შესახებ ყვება სოფო ნიჟარაძე