“თურმე, დიაბეტით დაავადებულებს, გულის ტკივილის შეგრძნება არ ჰქონიათ. დაიწყო ხროტინი და გული გაუჩერდა… ახლა ჩვენი საშიშროება ტვინია” – მანანა ბერიკაშვილი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გვიყვება

0
1978
40 Views

უკვე ერთი კვირაა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი – ზურა ბერიკაშვილი რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. მსახიობი ჯერჯერობით ისევ კომაში რჩება და ხელოვნურ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

“ლოც­ვებ­ში მო­იხ­სე­ნი­ეთ, ზუ­რი­კო, არ გვი­ღა­ლა­ტებ, ვიცი” – რა დაემართა გივი ბერიკაშვილის შვილს

54 წლის არტისტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 28 დეკემბრის დღის პირველ საათზე, გულის გაჩერებით შეიყვანეს. სასწრაფო დახმარების ექიმებმა, გულის ამუშავება ხელოვნურად შეძლეს და მსახიობის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია მოახდინეს.

პრაიმტაიმის” მკითხველს, ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მანანა ბერიკაშვილი უყვება.

მანანა ბერიკაშვილი: – წამოვიდა თირკმლის ფუნქცია, გული ნორმაშია, ფილტვების ორმხრივი უმძიმესი ანთება ჰქონდა და ჩაქრა, ღვიძლი და სხვა ორგანოები, რაღაცნაირად, მოწესრიგდა. ნახევრად ხელოვნურ სუნთქვაზეა და აქვს ბუნებრივი კომა.

ახლა ვესაუბრებით ბერლინის ცნობილ, მრავალ პროფილურ “შარიტეს” კლინიკის ნევროლოგიის განყოფილების მედიკოსებს. დღეს თუ ხვალ, ჩვენი და იქაური ექიმების კონსილიუმი (ზუმის პლათფორმაზე) შედგება. მთავარია ის, ტვინის ქერქის რა დონის დაზიანება აქვს და აღდგენა როგორ მოხდება.

– რა დიაგნოზით მოთავსდა კლინიკაში?

– გულის უკანა კედლის ინფარქტით. ახლა გავიგეთ, რომ თურმე, ინსულინდამოკიდებულებს, ანუ დიაბეტით დაავადებულებს, გულის ტკივილის შეგრძნება არ ჰქონიათ. მას რომ ტკივილი ეგრძნო, წავიყვანდით და ჩაიდგამდა სტენტს და არ გამწვავდებოდა მდგომარეობა.

დილით სპექტაკლიდან მოვიდა სახლში და დისკომფორტის შეგრძნება ჰქონდა, კუჭზე დამაწვაო და კანფეტი ჩაუწუწნია. როგორც ჩანს, ეგონა შაქარი დაუვარდა. მოკლედ, დაიწყო ხროტინი და გაუჩერდა გული.

ბედია, ალბათ, ზუსტად შვიდ წუთში მოვიდა სასწრაფო და ფაქტობრივად, ზურიკოს სიცოცხლე გვაჩუქეს. ელექტრო შოკით მიიყვანეს იმ მდგომარეობამდე, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში გადაიყვანეს. მისი რეანიმატოლოგი გულიკო ქილიფთარია, საოცარი ექიმი. აქამდე ასე, კუს ნაბიჯებით მოგვიყვანა. და მიდის უკეთესობისკენ. რეანიმაციული თვალსაზრისით, გაუკეთდა მაქსიმუმის მაქსიმუმი და შედეგიც არის. უბრალოდ, ახლა ჩვენი საშიშროება თავის ტვინია.

დიდი მადლობა ქართველ ექიმებს, შეუძლებელი გააკეთეს. ერი და ბერი ერთად დგას ზურასთვის ფეხზე.

 

წყარო: primetime.ge

სხვა ახალი ამბები:

სამწუხარო ინფორმაცია ბათუმში ორი ადამიანი დაშავდა, მათ თითები დაკარგეს

ორი ზოდიაქოს ნიშნისთვის ამ თვეში ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება

საქართველოში მორიგი მიწისძვრა მოხდა – ამჯერად რა სიმძლვრის იყო მიწისძვრა, სად იყო ეპიცენტრი და საგანგაშო სტატისტიკა

“დიახ, ეს რაც გითხარით, ასრულდება”, – ლელა კაკულიას უმნიშვნელოვანესი მიმართვა საქართველოს 2024 წელს (ვიდეო)

“ჩემი შვილია, დედამისი ჩემი საყვარელი იყო …” – რა განაცხადა გივი სიხარულიძემ ია ფარულავაზე (ვიდეო)

“აი თურმე ვის გავს ალისკა” – სოფო ნიჟარაძე ბავშვობის აქამდე უცნობ ფოტოს აქვეყნებს

მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ქარბუქი – როდიდან გაუარესდება ამინდი საქართველოში

ვიდეო : “გოგო აღმოჩენა” – ვიტალი დარასელიას ულამაზესი შვილიშვილის, ლიზი დარასელიას საოცარი შესრულება

ვიდეო : “გოგო აღმოჩენა” – ვიტალი დარასელიას ულამაზესი შვილიშვილის, ლიზი დარასელიას საოცარი შესრულება

🎥„საქართველოში, ალბათ, ერთადერთია, ვინც მომწონს“ – შორენა ბეგაშვილის ვიდეომ საზოგადოება აღაფრთოვანა (ვიდეო)

“დიდი ამბავია ამ ულამაზეს კაბაზე, მეც გაგიჟებული ვარ, ისე მომწონს” – თიკა ფაცაციას შთამბეჭდავი ფოტოები ვარდისფერ კაბაში

“აი თურმე ვინ ყოფილა შორენას მეგობარი მამაკაცი” – შორენა ბეგაშვილმა დუბაიდან რჩეული გამოაჩინა

რა უნდა ატაროთ საფულეში ფულის მოსაზიდად – 7 ჯადოსნური ნივთი

როგორ უმღერიან პატარა კირას გიორგი გაბუნია და ჯიმი აბესაძე – “ღამის შოუს” წამყვანი პოზიტიურ ვიდეოს გვიზიარებს (ვიდეო)

ცნობილი ქართველების საახალწლო ოჯახური ფოტოსესიები – როგორ შეხვდნენ ვარსკვლავები 2024 წელს

Cesko