“11 წელი იყო ციხეში, გამოვიდა და მოკლა” – ახალი დეტალები ირკვევა კახეთში მომხდარ მკვლელობაზე

0
795
40 Views

36 წლის გელა ჩაღიაშვილის მკვლელობისთვის პოლიციამ ერთი პირი დააკავა. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მას 60 წლის თანასოფლელმა, გიორგი მღებრიშვილმა სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ესროლა. დაჭრილი ადგილზევე გარდაიცვალა. მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი ვერსია შურისძიებაა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 10 წლის წინ ჩაღიაშვილმა მღებრიშვილის დისშვილი სასიკვდილოდ დაჭრა და ჩადენილი დანაშაულისთვის მისჯილი 11 წელი მოიხადა. ოჯახის ახლობლების თქმით, არანაირ მუქარას ადგილი არ ჰქონია.

როგორც გარდაცვლილის მამა ამბობს, ჩაღიაშვილს 3 ტყვია აქვს მოხვედრილი: ხელზე, თავში და ფეხზე.

“დუელი დაუნიშნა ჩემს შვილს, დაჭრა გულში და მოკლა, წავიდა ციხეზე, 11 წელი მოიხადა ბალღმა, გამოვიდა და ახლა მოკლა. ერთი ხელში აქვს გარტყმული, თავში და ფეხში, დანგრეულია ბალღი,”- აცხადებს გარდაცვლილის მამა.

Cesko