ვიდეო: ნინი ბრეგვაძის მორიგი ფურორი ამერიკულ The Voice-ის ნახევარფინალში და ჟიურის ემოციები

0
532
56 Views

ნინი ბრეგვაძე საერთაშორისო მუსიკალური პროექტის ქართული ვერსიის – “ახალი ხმის” აღმოჩენაა. მომღერალმა The Voice of Georgia-ში მონაწილეობა ჯერ კიდევ 2012 წელს მიიღო, რამდენიმე წლის შემდეგ კი ქართულ “X ფაქტორშიც” გამოჩნდა. ბოლო რამდენიმე წელია, ნინი ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს.

“საქართველოში კარგი სტარტი მქონდა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ უფრო მეტი შემეძლო. ჩვენს ქვეყანაში განვითარების საშუალება არ მექნებოდა… რომ მცოდნოდა, როგორი რთული იქნებოდა, შესაძლოა, არც წავსულიყავი.

 

ჩასვლისას, ადამიანი, რომელიც უნდა დამხვედროდა, ვერ დამხვდა და ქუჩაში დავრჩი. არც პირველი და არც უკანასკნელი ქართველი ვარ, რომელსაც ასე დაემართა. კვირაზე მეტი გავატარე ნიუ-იორკის მეტროში, შემდეგ კი გადავწყვიტე, ჩემი სიამაყე გვერდზე გადამედო და დამერეკა ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც ვიცნობდი.

ჩემი მეგობარი საბა დამეხმარა, მასთან გადავედი საცხოვრებლად ბრუკლინში, სააგენტოების დახმარებით ვიპოვე ჩემი პირველი სამსახური… ბურიტოებს ვაკეთებდი. საშინლად მეზიზღებოდა ეს საქმე… მალევე ვიპოვე სამსახური, სადაც სიმღერას შევძლებდი. შაბათ-კვირას ვმღეროდი, კვირის დღეებში კი მიმტანად ვმუშაობდი წლების განმავლობაში. დროთა განმავლობაში დავიწყე რესტორნებსა და ქორწილებში სიმღერა.

ყველაზე რთული ჩემთვის არის ყოველდღიური ცხოვრება, ჩემი ოჯახის გარეშე გატარებული და არა რამდენიმე კვირა მეტროში ცხოვრება. 6-ჯერ ვცადე რეალურად ამ პროექტში [The Voice] გასვლა… ძალიან რთულია ასეთ პროექტებში მოხვედრა.

როგორც იქნა, შრომა დამიფასდა და მეც გამიმართლა. 120 ადამიანი შეგვარჩიეს. აქედან 100 დარჩა, რომლებმაც ფსიქოლოგიური ტესტი გავიარეთ.

თითო გუნდში 14 ადამიანი რჩება. ჯამში 56 ადამიანი გადავიდა შემდეგ ტურში. იმდენად დიდი სურვილი მქონდა ოთხივე მწვრთნელის შემოტრიალების, რომ სამყარომ მისმინა.

მე გვენთან ვაპირებდი წასვლას, მეორე ვერსიად ნაილს ვფიქრობდი, თუმცა ნაილმა ისე გაიგიჟა თავი,  როგორ გავუძლო მის ლამაზ თვალებს-მეთქი და ნაილი ავირჩიე. ეს ხუმრობით. ვცდილობ, გული რასაც მიკარნახებს, ისე მოვიქცე. დავინახე, რომ ნაილს ყველაზე მეტად უნდოდა ჩემთან მუშაობა და ამიტომ ავირჩიე ის. შემდეგი ეტაპი არის „რინგები“, სადაც შევებრძოლები ჩემივე გუნდიდან ერთ-ერთ წევრს. ამას ძალიან მალე გაიგებთ, მომავალი კვირის სამშაბათიდან”, – ამბობდა ნინი ბრეგვაძე.

ამჯერად ნინიმ The Voice-ის ნახევარფინალში ნამდვილი ფურორი მოახდინა. მან სიმღერა No Time To Die შთამბეჭდავად შეასრულა და ამ გამოსვლით კიდევ ერთხელ დაიმსახურა ჟიურის წევრების ემოციური შეფასება. „მე შენი გულშემატკივარი ვარ“, – უთხრა ნინის მისმა მწვრთნელმა ნაილ ჰორანმა.

წყარო: marao.ge

სხვა ახალი ამბები:

 

თიკა ჯამბურიას ფოტოები შეყვარებულთან ერთად: ვინ არის მომღერლის რჩეული

“ცნობილი ქართველი ფეხბურთელი და დიდი პიროვნება დავკარგეთ” – რა სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება

ბაბი კირკიტაძე მიმართვას ავრცელებს

როდის შეიცვლება ამინდი და გამოიდარებს საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი რეგიონების მიხედვით

12 დეკემბერს ერთი დღით „გაიხსნება კარიბჭე“, რომ იღბლის შეცვლა მოახერხოთ – რა შეგიძლიათ გააკეთოთ კონკრეტულად ამ დღეს?

 

თედო ბექაურის შესრულებული “სამბა” და მორიგი სანახაობრივი ნომერი “ცეკვავენ ვარსკვლავებში” (ვიდეო)

“10 წელია ბავშვები სკოლაში აღარ დადიან, სასწრაფოდ დააბრუნონ გამოცდები! მთელი თაობები წამოვიდა საკუთარ გვარს და სახელს ვეღარ წერენ” – მანანა ნიკოლაიშვილი

“მან იცოდა ჩემზე და იმ გოგონაზე; მითხრა, შენგან ბიჭი გააჩინა, დრაგანიო… ვერ ვპოულობ, ახლა 42 წლის იქნება” – რას ჰყვება დათო ევგენიძე შვილზე, რომელიც არასდროს უნახავს

Cesko