საფეხბურთო კლუბი “ოდიში 1919” სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
“გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ფეხბურთელი, მწვრთნელი, უდიდესი პროფესიონალი და უკეთილშობილესი ადამიანი, ოთარ ძალამიძე – იგი, ასევე ცნობილი ფეხბურთელის, ნიკა ძალამიძის მამა გახლავთ.
ოთარ ძალამიძე დაიბადა აფხაზეთში (ოჩამჩირე) 1959 წლის 9 ნოემბერს და ფეხბურთის თამაშიც ამავე რეგიონიდან დაიწყო. არაერთ ქართულ კლუბში თამაშობდა და მისი ბოლო საფეხბურთო კარიერა ზუგდიდურ გუნდს უკავშირდება. ოთარ ძალამიძის სამწვრთნელო კარიერაც, ასევე ზუგდიდს უკავშირდება -წლების მანძილზე ზუგდიდის “ბაია”-ს ასაკობრივ გუნდებს წვრთნიდა და არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელის აღმზრდელი არის.
საფეხბურთო კლუბი “ოდიში 1919″ ზუგდიდი მწუხარებას გამოთქვამს, ოთარ ძალამიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს, განსვენებულის ოჯახს და ახლობლებს” – ნათქვამია განცხადებაში.
სხვა ახალი ამბები:
როდის შეიცვლება ამინდი და გამოიდარებს საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი რეგიონების მიხედვით