(ვიდეო) – “მომივარდა “POSTV”, დამიწიოკეს ბავშვები, გომელაურო, სასწრაფოდ ამოიღეთ ნივთმტკიცება” – თამუნა იარაჯულის შვილი კლინიკაში გადაიყვანეს

0
618
27 Views

უფლებადამცველი, თამუნა იარაჯული, აქვეყნებს ვიდეოებს და ამბობს:

“მეგობრებო, სამი დღეა გამოვრთე სოციალური ქსელი, ვერიდებოდი ყველანაირ ნერვიულობას, ბავშვებისთვის უნდა მიმეხედა. მომივარდა “POSTV“-ის ტელევიზია, ფიზიკური ძალადობით შემოვიდნენ სახლში, მაგის ამსახველი კადრები თავად აქვთ, დამიწიოკეს ბავშვები.

3 დღეა ვზივარ სახლში ჩუმად, მე მოვყევი ის სიმართლე რაც იყო, ბავშვების შეხებას არ გაპატიებთ, არ ერთ შემთხვევაში. ძალიან ცუდ პასუხს მიიიღებთ.

მივმართავ გომელაურს, სასწრაფოდ, ამოიღეთ ნივთმტკიცებად კადრები, რითიც შემომივარდნენ ჟურნალისტები, აბრახუნეს კარებზე და გაბრიელი მყავს ამწუთას ცუდად, სასწრაფოდ აგეთ ყველამ პასუხი.

ყველა შვილი მყავს ცუდად. ირაკლი კობახიის შვილი თუ გასაფრთხილებელია, არასრუწლოვანი შვილი მყავს სხლში და რეანიმაციიდან ახალგამოსული ბავშვი. როგორც გინდათ, ხალხო, მე მთელი ცხოვრება გიცავდით თქვენ და თუ გამწირავთ, გამწირეთ, ჩემი შვილები გაიწირნენ…”

თამუნა იარაჯული კიდევ რამდენიმე ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანს, როგორ გადაჰყავს მისი შვილი სასწრაფო დახმარების მანქანას.

 

 

 

Cesko