9 წლის ემილი ჰენდი, რომელიც ისრაელზე “ჰამასის” 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ შეცდომით გამოაცხადეს გარდაცვლილად, რეალურად დაჯგუფების ტყვეობაში იყო და ის ახლა თავისუფალია. გოგონა უკვე მამასთან ერთადაა.
ემილიმ თავისი მეცხრე დაბადების დღე ტერორისტების საიდუმლო ბუნკერში გაატარა, სადაც მასთან ერთად, სხვა ირაელელი მძევლებიც იმყოფებოდნენ.
25 ნოემბერს, გვიან ღამით,. ემილი 13 სხვა გატაცებულთან ერთად, ისრაელში დაბრუნდა. თავისუფალია ასევე ემილის მეგობარი, ჰილა როტემიც, რომელიც ასევე “ჰამასისი” ტყვეობაში იყო.
“ჩვენ ძალიან დიდხანს ველოდით ამ მომენტს. ყოველი დღე იყო ძალიან გრძელი, მტკივნეული კოშმარი. ჩემი ემილი საბოლოოდ სახლშია, დაჭრილი, მაგრამ ცოცხალი”, – თქვა თომას ჰენდმა ბრიტანულ გამოცემასთან ინტერვიუში.
სხვა ახალი ამბები: