“შენი მტერი და მაგინებელი ჩემი მტერია” – ლალი მოროშკინას მხარდაჭერას უცხადებს ქალის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ მსახიობ კაბუს

0
1609
21 Views

ქალზე სავარაუდო ძალადობისთვის დაკავებულ მსახიობ კახა აბუაშვილს, იგივე „კაბუს“ ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა დავით სანაძემ განუცხადა.

თბილისის საქალაქო სასამართლო, სავარაუდოდ, დღესვე იმსჯელებს დაკავებული მსახიობის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე.

როგორც დავით სანაძე განმარტავს, მსახიობი ძალადობისა და მუქარის ფაქტებს უარყოფს. ადვოკატისთვის უცნობია, თუ რა ვითარებაში დააკავეს მისი დაცვის ქვეშ მყოფი, თუმცა, აცხადებს, რომ ქალი, ვის მიმართაც სავარაუდო ძალადობას ედავებიან, კახა აბუაშვილის ოჯახის წევრი არ არის.

„ერთხელ ვიმყოფებოდი მასთან, ის ამბობს, რომ არანაირი ძალადობა არ ჩაუდენია, ველოდებით ბრალის წარდგენას, რაც დაახლოებით, 14:00 საათამდე მოხდება.

რა ვითარებაში დააკავეს, ამ დეტალებზე არ გვისაუბრია. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იყო, მისგან ასეთი პასუხია, რომ არანაირი ძალადობა არ ჩაუდენია, მუქარასაც უარყოფს“, – აცხადებს სანაძე.

ცნობისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ძალადობასა და მუქარას გულისხმობს.

მსახიობ კახა აბუაშვილს, მიუხედავად წარდგენილი ბრალისა, მხარდაჭერას უცხადებს ცნობილი სახე, ჟურნალისტი ლალი მოროშკინა: “ჩემი ყველა დროის ძმა და მეგობარი. ერთად გაგვილივლია ეს ცხოვრება და კიდევ გავივლით! შენი მტერი და მაგინებელი ჩემი მტერია. გელოდები. მიყვარხარ და მჯერა შენი უდანაშაულობის” – წერს ის.

სხვა ახალი ამბები:

უკრაინამ საქართველოს საბავშვო ევროვიზია 2023-ზე 1 კინკილა ქულაც კი არ დაუწერა

“ხელი მიკანკალებს, ამას რომ ვწერ, უცაბედად გარდაიცვალა… ” – ირმა ინაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ბექა გრიგორიადისმა ამჯერად ნიკა გვარამიას, ნაც.მოძრაობას და “მთავარ არხს” აგინა (ვიდეო)

არასოდეს აიღოთ ძირიდან, ქუჩაში ნაპოვნი ეს ნივთები- ეს უნდა იცოდეთ რატომ!

მძინარე დედა ჩაქუჩით მოკლა, შემდეგ კი გააუპატიურა, 15 წლის ასაკში, ბებია-ბაბუის მოკვლის შემდეგ, ედ კემპერმა ერთი წლის განმავლობაში რვა ქალი მოკლა – სერიული მკვლელის ისტორია

Cesko