„მე ვუთხარი, თედო, არ გრცხვენია, სალოცავი არ დაამტვრიოთ-თქო…“- გამოჩნდა კაცი, რომელიც თამაზ გინტურთან ერთად ეკლესიასთან იმყოფებოდა – რას ყვება თამაზ პაპიტაშვილი

November 9, 15:12
0
6151

დღეს პირველად გამოჩნდა კამერების წინ ის მესამე პირი – თამაზ პაპიტაშვილი, რომელიც ტრაგედიის დღეს თამაზ გინტურთან და ლევან დოთიაშვილთან ერთად კირბალში, ეკლესიასთან იმყოფებოდა.

ის სამართალდამცავებმა რამდენჯერმე გამოკითხეს. მან მედიასთან თქვა, რომ 6 ნოემბერს 5 ადგილობრივთან ერთად იმყოფებოდა სოფლის სასაფლაოზე წინაპრებისთვის პატივის მისაგებად, მან, დოთიაშვილმა და გინტურმა გადაწყვიტეს ლომისის ეკლესიაში მისულიყვნენ და სანთლები დაენთოთ. კაცი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც კარი აჭედილი დახვდათ, გადაწყვიტა ადგილი დაეტოვებინა, თუმცა შეესწრო როგორ გახსნა გინტურმა ეკლესიის კარი.

ის ყვება, რომ სოფელში ჩამოსვლის შემდეგ 3 გასროლის ხმა გაიგო.

“მოდი მოლა, რისი გეშინიაო, და მე ვუთხარი, თედო, არ გრცხვენია, სალოცავი არ დაამტვრიოთთქო. ერთი ეს ვუთხარი, მოვტრიალდი და წამოვედი. აღარაფერი არ დამინახავს იმის მერე, არც მიმიხედია უკან, რას მივიხედავდი, წამოვედი სოფელში ჩამოვედი. რუსს რომ დავენახე იქ გამაჩერებდა?! ან არ მომკლავდა ან არ წამიყვანდა?! არავინ დამინახავს.

გასროლის ხმა რომ ჩამოვედი, სოფელში გავიგონე, მერე სოფელი ავიდა, ვინ ავიდა ვინ არა, არ ვიცი, სამნი ვიყავით, ორი იქ დარჩა, მე წამოვედი”, – ყვება პაპიტაშვილი.

ოჯახმა გუშინ დაასახელა ცხინვალში დისლოცირებული რუსი ჯარისკაცების ვინაობა, რომლებმაც, სავარაუდოდ ეკლესიაში მისული თამაზ გინტური მოკლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის  წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

სხვა ახალი ამბები:

“უნდა ვიცნობდეთ საქართველოს დაუძინებელ მტრებს გვარებით და სახელებით!!! ველით საგანგებო განცხადებას! აქ მიჩუმათება არ გამოვა!…” – ლალი მოროშკინა მთავრობას მიმართავს

შესაძლოა 80 წლის ადამიანი ასაკი 26 წლამდე შემცირდეს – აღმოჩენილია ახალი გამაახალგაზრდავებელი ნივთიერება

ია ფარულავას “კუპალნიკში” გადაღებულმა ფოტომ ყველა აღაფრთოვანა – მსახიობი საოცრად გამოიყურება 

“ქუჩაში მთელი ხალხი ხათუნას უყურებდა…” – სად გაქრა გოგონა ფილმიდან “მხიარული რომანი”

ვინ არიან ყველაზე მდიდარი ქართველი ქალები, რომლებიც დიდ კაპიტალს ფლობენ (ვიდეო)

 

ყველასთვის ცნობილი ჟურნალისტი გარდაიცვალა

 

ორგანიზაცია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ თავმჯდომარე მერაბ ჭიქაშვილი რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს ლეონიდ კალაშნიკოვს მიმართავს

“ცოდონი არიან ახალგაზრდები, ბავშვები, ერი, მთლიანად! არასწორად მივდივართ, გავქრებით ასე…” – რას წერს მაია დვალიძე

 

რატომ უქრებათ ქალებს სექსის სურვილი ასაკის მატებასთან ერთად – რა იწვევს სექსუალურ დისფუნქციას ქალებში

 

“არ შექმნა „ექშენი“ ერთ ამბავში? ნეტავ ვის ჰგავს“ – სოფო ნიჟარაძე ელის მარიას უსაყვარლეს ვიდეოს აქვეყნებს

 

”სინამდვილეში, ჩვენ არ ვკვდებით” – მსოფლიო შოკირებულია ახალი სამეცნიერო თეორიით

 

500 და 1000 ლარი ოჯახებს – ნახეთ ვინ მიიღებს ფულად დახმარებას

 

როგორ გაგზავნა შევარდნაძემ ირაკლი წერეთელი ბრიუსელში, ნატო-ს 30 000 ჯარისკაცის ჩამოსაყვანად – რას გვიყვება სოსო ცინცაძე

 

“… ასეთ სიხარულს და აჟიოტაჟს რატომ იწვევს?”- რას წერს ნიკა გვარამია ხვიჩა კვარაცხელიაზე

 

რა მოხდება დედამიწაზე – ნახეთ 15 წლის წინასწარმეტყველმა ბიჭმა შოკისმომგვრელი პროგნოზი გააკეთა და მსოფლიო აალაპარაკა

 

ნეიროქირურგი ჯანმრთელობის საიდუმლოს გვიზიარებს

Cesko