პენსია 1000 ლარამდე გაიზრდება – ნახეთ, ვის შეეხება ცვლილება

0
5057
44 Views

2024 წლიდან პენსია 1 000 ლარამდე გაიზრდება ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ჩვენი პატივცემული ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებისთვის. მივიღეთ გადაწყვეტილება და ყოფილი პოლიციელები, ჯარისკაცები, სპეცსამსახურები, მიიღებენ გაზრდილ პენსიას. იცით, რომ პენსიის მაქსიმალური ზღვარი იყო 560 ლარი და გაიზრდება 1 000 ლარამდე. ასევე საშუალოდ 20 პროცენტით გაიზრდება ნამსახურების თითოეულ წელზე გათვლილი თანხის მოცულობა. მინდა, მადლიერება გამოვხატო ჩვენი ძალოვანი უწყებების მიმართ და ეს იქნება ღირსეული პენსია, რომელიც გვინდა, რომ შემოსავლების მიხედვით ეტაპობრივად გაიზარდოს.

ასევე გვინდა, კიდევ ერთხელ მადლიერება გამოვხატოთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულთა და მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების მიმართ. მათი კომპენსაცია 1 000 ლარიდან 1 200 ლარამდე გაიზრდება. 2012 წელს იყო ნული ლარი, არავითარი ყურადღება არ ექცეოდათ ამ ადამიანებს. ჩვენ 1 200 ლარს დავუნიშნავთ ყოველთვიურ კომპენსაციას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

სხვა ახალი ამბები:

“ირაკლიმ მოხუცებული მამა წყალში მიატოვა…” – სკანდალი ირაკლი ფირცხალავას გარშემო, რომელიც რუსულ შოუში მამასთან, საქართველოში ცნობილ გინეკოლოგთან ერთად მონაწილეობს

საქართველოში პედოფილი დააკავეს, რომელიც ამერიკაში 11 დანაშაულშია ბრალდებული – ვინ აღმოჩნდა განსაკუთრებით საშიში დამნაშავე?

 

“ბევრჯერ მიტირია მონატრებისგან, მაგრამ აშშ-ში ჩემი მიზნებისა და ოცნებების ასახდენად ჩამოვედი და არც კი ვფიქრობ საქართველოში დაბრუნებაზე” – ალექსანდრე ზაზარაშვილი

“გარდაიცვალა 3 შვილი და მამა, სახლში დაბრუნებულ ცოლს კართან ჩვილი და წერილი დახვდა..” – ნახეთ რა ეწერა წერილში

“ამ თემაზე ცხოვრებაში პირველად ვლაპარაკობ… არ ჩამწიხლოთ ახლა და ქვები არ დამიშინოთ… ” – რას ამბობს მაია ასათიანი მიხეილ სააკაშვილის შესახებ?

15 სასაცილო და წარმოუდგენელი მომენტი, რომელიც კამერებმა დააფიქსირეს (ვიდეო)

Cesko