გია ნიკოლაძე: დამესივნენ ტურებივით, რა უნდოდათ, გაუგებარია

0
1731
66 Views

ისრაელში „ჰამასის“ საომარი და ტერორისტული თავდასხმები რომ დაიწყო, ქართველი მომღერალი და პოეტი, გია ნიკოლაძე, მეუღლესთან ერთად, წმინდა მიწაზე იმყოფებოდა – თბილისობასთან დაკავშირებით ღონისძიებაზე იყო მიწვეული.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ საომარი „სირენების“ ჩართვის შემდეგ ხალხის ნაწილი უსაფრთხო „ბუნკერებში“ ჩავიდა. კადრში, ასევე, გამოჩნდა ბატონი გია, რომელიც მეორე სართულის კიბეებზე იდგა. ამ ვიდეოს დიდი განხილვა მოჰყვა და მომღერალი იძულებული გახდა, „ფეისბუკზე“ გაეკეთებინა ვრცელი განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ ის არ აფარებდა თავს „ბუნკერს“ და ეს სიცრუე იყო. ბატონი გია უკვე საქართველოში დაბრუნდა და ისრაელში განვითარებულ მოვლენებზე გვესაუბრა.

გია ნიკოლაძე: თბილისობაზე მიგვიწვიეს და 4 ოქტომბერს, ღამეს ჩავფრინდით. ვინც მიცნობს და იცის ჩემი დამოკიდებულება ალთან, უფალთან, ქრისტეს სიტყვებთან, მიხვდება, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს მიწვევა ჩემთვის. ეს არ იყო უბრალოდ საკონცერტო ვიზიტი, რომ დამპატიჟეს, გადავირიე სიხარულით, პირველად უნდა წავსულიყავი იქ, სადაც ალი გადმოდიოდა, ალი, რომელიც შავ ზღვაში თითზე შემეხო და მის მერე სულ მის ძიებაში ვარ… ჩაფრენიდან მეორე დღეს, უკარგესმა ადამიანმა, მიშა ბარამაშვილმა და მისმა ჯგუფმა დაგვათვალიერებინეს ყველაფერი. ჩემი მისია ხომ იცით, დედამიწა უნდა დავატკბო, ამ ამბებში ვიყავი, თან, ისეთი განწყობა მქონდა, თითქოს სიმშვიდე დამატარებდა. უფალი ისედაც სულ ჩვენთან არის, მაგრამ იქ უფრო ვგრძნობდი მის სიახლოვეს. მოკლედ, კონცერტი 7 ოქტომბერს იყო დაგეგმილი. წინა ღამეს, უკვე დაძინებას ვაპირებდით და ჩაირთო სირენა. მანამდე შაქარი დავყარე, ველოდებოდი ალის გამოჩენას, ხან ზღვაში ვიყურებოდი, ხან სად, ხან სად ვეძებდი და ამ დროს ატყდა ეს ხმაური. გავგიჟდი, გადავირიე, თუმცა, სიმშვიდეს არ მივუტოვებივარ. სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ გამიფიქრებია ბუნკერზე, თითქოს რაღაც ძალა მიცავდა და მეუბნებოდა: ნუ გეშინია, ნუ გეშინია… ჩემს მეუღლესაც ვაწყნარებდი და ეს განწყობა გადავდე. ვიდეოც მაქვს გადაღებული, სირენებია ჩართული და ჩემი მეუღლე ფენით თმას ივარცხნის და იშრობს. აღვნიშნე კიდეც, რომ მარტო მას შეეძლო მსგავსი რამ – გარეთ ისმოდა ბომბების ხმა და მას ფენი ეჭირა ხელში.

– ბატონო გია, რეალურად რა მოხდა ბუნკერთან დაკავშირებით? რატომ გახდა ეს ამბავი ასეთი განსახილველი?

– ჩემი ძალიან ახლობლები არიან ანსამბლ „გორდელას“ გოგონები. უბრალოდ, ცუდად ჩანს ვიდეოში. მე ვიდექი მეორე სართულის კიბეებზე, სამი სართულით ქვემოთ უნდა ჩახვიდე ბუნკერში მოსახვედრად. ამაზე მქონდა პროტესტი, რომ არ ვყოფილვარ იქ. ტყუილი რატომ უნდა მეთქვა, თორემ „ბუნკერში რა მინდოდა“ ამ საკითხზე არაა საუბარი. ვიდეოს გავრცელების შემდეგ მთელი თბილისი და არა მარტო, მირეკავდა: „ბუნკერში გნახეთო“. არანაირი საწინააღმდეგო არ მაქვს ბუნკერის, არც სათაკილოდ მიმაჩნია ეს, მაგრამ რა კუდები მოაბეს ამ ამბავს, ვერ გეტყვით, რა ხალხი შემოესია ამ ვიდეოს და შემდეგ ჩემს სტატუსს. აღვნიშნე, რომ ბუნკერში კი არა, კიბეებზე ვიდექი. ამაზე ატყდა ამბავი, წერდნენ: „აუ, ჩვენ თუ ბუნკერში ჩავდივართ, ვითომ შენ რატო არა“ და მსგავს რამეებს. მოკლედ, ჩვენ რომ გვეშინია, შენ რატომ არ გეშინიაო. ვიღაცებს რომ შეეშინდათ, რატომ მოითხოვდნენ ჩემგანაც იმავეს, არ ვიცი. შემდეგ იძულებული გავხდი ვრცელი პოსტი დამეწერა ამ ყველაფერზე. კი არ მეთაკილება ბუნკერში ჩასვლა, უბრალოდ, სიმართლე მინდა ვთქვა, არ ჩავსულვარ.

– იმდენად დიდი იყო აგრესია, თავადაც პასუხობდით კომენტარების ნაწილს.

– დიახ, მოგერიება დამჭირდა, დამესივნენ ტურებივით. ესენი ბოტები და ავატარები არიან, ვიღაც მოძველბიჭო, შეუმდგარი ძველი ბიჭები. რა უნდოდათ, ისიც გაუგებარია, ალბათ, ის, რომ ჩემთვის ნარკომანი ეძახათ და ან კიდევ, ბევრი ცუდი რამ. თითქოს აგორებული ამბავი იყო ჩემ წინააღმდეგ. ვფიქრობ, ეს არის ეშმაკის ბოლო კუდის მოქნევა, ვგრძნობ, მისი ბოლო ჟამია და ყველაფერი აუცილებლად კარგად ჩაივლის. გაუმარჯოს ისრაელს, ჩვენ მოძმე ებრაელ ხალხს და ყველა პატიოსან ადამიანს!

– რამდენად გქონდათ ინფორმაციასთან წვდომა? ტერორისტები ხომ ყველგან დადიოდნენ…

– კი, ყველანაირ ინფორმაციაზე გვქონდა წვდომა ან რად გვინდოდა, ბომბი რომ ეცემოდა, აზანზარებდა ყველაფერს. ამის მიუხედავად, არ გავსულვარ სასტუმროს ნომრიდან. გარეთ ჩავდიოდი ხოლმე, სასტუმროს ტერიტორიაზე, ჩვენი გოგონებიდან ვინმე ხომ არ იყო, რომ შემომეყვანა. იმაზე ვფრთხილობდი ტერორისტს ან ავტომატიანს არ ჩაევლო და მათთვის არაფერი დაეშავებინა. ოღონდ ამას კი არ ვტრაბახობ, ან ეს რა სატრაბახოა. უბრალოდ, ეს არის ის ემოციები და განცდები, რაც იქ ყოფნის დროს მქონდა და რა გრძნობა ახლდა იმ ძალას, რომელიც დამატარებდა.

გვირეკავდნენ: „ვაიმე, ახლა თქვენთან მოვიდნენ ტერორისტები“, „თქვენს უბანში არიან“… ჩემს მეუღლეს ვეუბნებოდი, ტელეფონი გამოერთო და არ მოესმინა მათთვის, რომ ჩვეულებრივად შევძლებდით წასვლას და ასეც მოხდა. ერთი ტყვია არ გავარდნილა ჩვენი მიმართულებით და მეორე დღესვე გამოგვიშვეს. ძალიან გული მტკივა და განვიცდი ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ეს დამთხვევაა, მაგრამ ამდენი ხანი ველოდებოდი იქ ჩასვლას და ჩემი ვიზიტი ასეთი რატომ იყო, არ ვიცი. ისეთი დადებითი განწყობით ვიყავი და უცებ საშინელი ამბავი მოხდა. ცუდია, რომ ასეთი ტრაგედია მოჰყვა ჩემს წმინდა მიწაზე ჩასვლას.

– თქვენს პოსტში გეწერათ, რომ მზად იყავით ყველაფრისთვის, მათ შორის სიკვდილისთვისაც…

– კი, ამისთვის სულ მზად ვარ. აზვირთებულ ზღვაში შევსულვარ ღამე მთვრალი, არავის რომ არ დავენახე. ვინც მიცნობს, იცის, რომ ეს საკითხი ჩემთვის შიშის მომგვრელი არაა. ქარბორბალას ავყვები – ის ძალა, რაც მმართავს, მამზადებს ამისთვის. ეს არ არის ცარიელი სიტყვები. შესაბამისად, ყველაფრისთვის ვიყავი მზად და მაგიტომ მქონდა საოცარი სიმშვიდის განცდა. მჯერა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება ქალების დისკრედიტაციაც და ისტორიების ომებით წერაც.

სხვა ახალი ამბები:

როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც ოჯახში ვიღაც ავად არის – ილია მეორის დარიგება

 

VIDEO: შემაშფოთებელი კადრები -ლუდსახარშის თანამშრომელი ავზში შარდავს (უცხოეთი)

გიორგი ზერეკიძე ლაშა ბუღაძეს – შენში ერთდროულად ბუდობს ყველა ის სიმახინჯე, რაც სააკაშვილ-არავიძეს გვახსენებს ქართველებს! შენ ვარლამი ვერასოდეს გახდებოდი, ამიტომ აირჩიე დოკსოპულოს გზა!

 

გაბოროტებული ლაშა ბუღაძე ამჯერად “ქართული ოცნების” ლიდერების შვილებს შეეხო

 

ინტიმური ვიდეო მასალის გავრცელება „TIK TOK“-ზე და შიშველი სხეულის ამსახველი ფოტოებისა და ხმოვანი შეტყობინებების უკანონოდ მოპოვება – დანაშაულში 14 პირია მხილებული

“ძილის წინ უნდა ვეცადოთ…” – იმისთვის, რომ გულმა დიდხანს გვიერთგულოს – გულიკო ჩაფიძის საჭირო რჩევები

 

28 ოქტომბრიდან ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი დაიწყება – სადამდე გაგრძელდება ნეგატიური პერიოდი, რომელიც ბევრს უსიამოვნებას მოუტანს?

 

აღსრულდა იერუსალიმის 70 წელს დაცემის წინასწარმეტყველება

 

გაბოროტებული ლაშა ბუღაძე ამჯერად “ქართული ოცნების” ლიდერების შვილებს შეეხო

 

(ვიდეო) “ჰიჩკოკის კინო არ გეგონოთ, ეს ლილოს ნაგავსაყრელია“ – ნახეთ, ადგილზე გადაღებული წარმოუდგენელი კადრები

 

VIDEO: რა ხდება სანზონაში, სადაც კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა

 

Cesko