VIDEO: რა ხდება სანზონაში, სადაც კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ სანზონაში კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. საბედნიეროდ დაშავებული არავინაა. გავრცელებულ კადრებში იქვე შეკრებილი ადგილობრივები ჩანან.  ფაქტის გადასამოწმებლად „პრაიმტაიმი“ ჯერ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება არ შესულა. დედაქალაქის მერიაში კი გვითხრეს, რომ აღნიშნული, ავარიული კორპუსიდან მოსახლეობა გაყვანილი იყო, პერიმეტრი შემოღობილი. ასევე კორპუსი ჩანაცვლების პროგრამაშია ჩასმული. … ვრცლად VIDEO: რა ხდება სანზონაში, სადაც კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა