სომხეთის პარლამენტმა მოახდინა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების, იგივე “რომის სტატუტის”, რატიფიცირება.
რატიფიცირებას მმართველი პარტიის, „სამოქალაქო შეთანხმების“, 60-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 22 წინააღმდეგი იყო.
კენჭისყრამდე ორივე ოპოზიციურმა ფრაქციამ – “ჰაიასტანმა” და “მაქვს პატივმა” – განაცხადა, რომ კანონპროექტის წინააღმდეგ მისცემდნენ ხმას.
დოკუმენტს ხელი სომხეთის პრეზიდენტმა ვააგნ ხაჩატრიანმა უნდა მოაწეროს.
2023 წლის 17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები.
სასამართლოს თანახმად, პუტინი და ლვოვა-ბელოვა, სავარაუდოდ, პასუხისმგებელნი არიან ომის დანაშაულის ჩადენაზე – უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე.
თუკი ვლადიმირ პუტინი “რომის სტატუტის” ხელმომწერ რომელიმე ქვეყანაში ჩავა, იგი უნდა დააკავონ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერევანი გააფრთხილა ორმხრივ ურთიერთობებზე უკიდურესად ნეგატიური შედეგების შესახებ, თუ სომხეთი შეუერთდებოდა “რომის სტატუტს”.
ერევანს არ აქვს განზრახვა და სურვილი, რომ სომხეთში ვიზიტის შემთხვევაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერით დააკავოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აკოფ არშაკიანმა “არმენპრესისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში, როდესაც სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ, 24 მარტს გამოცხადებული გადაწყვეტილებით, მწვანე შუქი აუნთო სომხეთის პარლამენტის მიერ რომის წესდების რატიფიცირებას.
სომხეთში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება ემსახურება აზერბაიჯანის მიერ სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ხელყოფის აღკვეთას. წყარო
სხვა სიახლეები:
ასეთი მძიმე ვითარებაა ახლა გურიაში – კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება (ფოტო-ვიდეო)
VIDEO: „ღმერთო, დაიფარე სამყარო“ – შემაშფოთებელი კადრები გურიიდან
შემზარავი ავარია: ორი ახალგაზრდა დაიღუპა, სად მოხდა შემთხვევა – დეტალები
საკმევლის სამკურნალო თვისებების შესახებ ცოტამ თუ იცის. ის უფლისგან ბოძებული ნამდვილი საჩუქარია