20 Views
ევროკავშირს არ ჰყოფნის სიმამაცე, აღიაროს, რომ სანქციების დაწესება შეცდომა იყო, – ამის შესახებ უნგრეთის რადიო Kossuth-თან ინტერვიუში ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამის აღიარებისთვის საჭირო სიმამაცე აქვს უნგრეთს, თუმცა ბუდაპეშტს ევროკავშირის უფრო დიდი ქვეყნების პოზიციის შეცვლა არ შეუძლია.
ორბანის აზრით, სანქციები რომ გაუქმდეს, ენერგია დღესვე გაიაფდებოდა, ინფლაცია კი ორჯერ შემცირდებოდა.
„საჭიროა, რომ ვიღაცამ ბრიუსელში ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება შემოიტანოს, თუმცა ასეთი ძლიერი ადამიანი არ ჩანს. ჩვენ, უნგრელებს, გვყოფნის სიმამაცე, თუმცა ჩვენი სიძლიერე არაა საკმარისი იმისთვის, რომ ევროპის პოლიტიკა შეიცვალოს“, – აცხადებს ორბანი.