პოლონეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას წყვეტს – ორ ქვეყანას შორის ვითარება ძალიან იძაბება

0
730
30 Views

პოლონეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინას იარაღას აღარ მიაწვდის. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მატეუშ მორავეცკის განმარტებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ნაცვლად, ქვეყანა საკუთარი თავის უფრო თანამედროვე იარაღით შეიარაღებაზე ფოკუსირდება.

“უკრაინა თავს იცავს რუსეთის სასტიკი თავდასხმისგან და მე მესმის ეს სიტუაცია, მაგრამ, როგორც ვთქვი, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ აღარ მივაწვდით იარაღს უკრაინას, რადგან ახლა ვახორციელებთ პოლონეთის შეიარაღებას”, – განაცხადა მორავეცკიმ.

პოლონეთის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის გაზრდილი დაძაბულობის ფონზე მიიღო. სამშაბათს, პოლონეთის საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩი დაიბარეს იმ განცხადებების გამო, რომელიც გაერო-ში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის გააკეთა, რომლის თქმითაც, უკრაინის ზოგიერთი მეგობარი ქვეყანა ევროპაში “სოლიდარობას თამაშობს პოლიტიკურ თეატრში და მარცვლეულით თრილერს ქმნის”. ვარშავამ ეს კომენტარი დაგმო და განაცხადა, რომ არასამართლიანია პოლონეთის მიმართ, რომელიც უკრაინას ომის პირველივე დღეებიდან უჭერს მხარს.

პოლონეთსა და უკრაინას შორის მარცვლეულთან დაკავშირებული დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო შავი ზღვის მთავარი სატრანსპორტო გზები ჩაიკეტა და უკრაინა იძულებული გახდა, ალტერნატიული სახმელეთო მარშრუტები გამოენახა. ამან, თავის მხრივ, ცენტრალურ ევროპაში დიდი რაოდენობით მარცვლეულის თავმოყრა გამოიწვია. შესაბამისად, ევროკავშირმა ხუთ ქვეყანაში : ბულგარეთში, უნგრეთში, პოლონეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში მარცვლეულის იმპორტი დროებით აკრძალა ადგილობრივი ფერმერების დასაცავად, რომლებიც აცხადებდნენ, რომ უკრაინული მარცვლეული ადგილობრივ ფასებს ამცირებდა. აკრძალვა 15 სექტემბერს დასრულდა და ევროკავშირმა არ გაახანგრძლივა ის, თუმცა უნგრეთმა, სლოვაკეთმა და პოლონეთმა ცალმხრივად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე აკრძალვა არ მოეხსნათ.

უკრაინამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) ამ ქვეყნების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რადგან, უკრაინის ხელისუფლების მტკიცებით, ისინი საერთაშორისო ვალდებულებებს არღვევენ. პოლონეთმა განაცხადა, რომ იმპორტზე აკრძალვას არ გააუქმებენ და რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შეტანილი საჩივარი მათზე გავლენას არ მოახდენს.

ipn.ge

სხვა ახალი ამბები:

“არ უნდა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოსთვის უკრაინის ბედი…”- რუსი ჟურნალისტი “ქართული მაიდანის” მზადებაზე ყვება (ვიდეო)

„უკრაინის საზღვართან, პოლონეთის სოფლებში არის ბანაკები, სადაც საქართველოდან ახალგაზრდები ჩაჰყავთ და ატრენინგებენ“

 

 

 

Cesko