კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აშშ-ის ექსპრეზიდენტის ჯორჯ ბუშის წერილს ეხმიანება, სადაც ბუში წერს, რომ მისთვის გულსატკენია, თუ როგორ ექცევიან საქართველოს ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ციხეში.
„გული მტკივა, როდესაც ვუყურებ, როგორ ეპყრობიან ციხეში თქვენს მესამე პრეზიდენტს“ – ჯორჯ ბუში
„გულს მტკენს როგორ ექცევიან თქვენს პრეზიდენტს ციხეში – ჯორჯ ბუში. დაგემხოთ ქვეყანა ამდენი სიცრუით! თქვე კრამერებო ფარისეველნო და თვალთმაქცნო! შეიგნეთ! აღარავის სჯერა თქვენი ტყუილების! აღარავის უნდიხართ! აღარავინ გცემთ პატივს! ყველას და ყველაფერს ვერ იყიდით!“ – წერს ხაინდრავა ტვიტერზე
ცნობისთვის, აშშ-ის ექსპრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა წერილი გამოაქვეყნა, რომელიც თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის „პუტინიზმის დამარცხება“ დამსწრეებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა დევიდ კრამერმა წაუკითხა.
უახლესი ამბები: