„გული მტკივა, როდესაც ვუყურებ, როგორ ეპყრობიან ციხეში თქვენს მესამე პრეზიდენტს“ – ჯორჯ ბუში

0
766
27 Views

„საქართველოს ჩემს გონებაში განსაკუთრებული ადგილი აქვს. თქვენ ერთგული მეგობრები გყავთ აშშ-ში, თუმცა, არსად მიდის კითხვები დემოკრატიისადმი მთავრობის ერთგულების შესახებ. გული მტკივა, როდესაც ვუყურებ, როგორ ეპყრობიან ციხეში თქვენს მესამე პრეზიდენტს, რომელსაც მე ვიცნობდი“, – ნათქვამია ამერიკის ექსპრეზიდენტის ჯორჯ ბუშის წერილში, რომელიც თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის „პუტინიზმის დამარცხება” დამსწრეებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა დევიდ კრამერმა წაუკითხა.

„ახლა, როდესაც თბილისში ხართ შეკრებილები, მსოფლიოს ყურადღება უკრაინისკენ არის მიპყრობილი. ამ ომის შედეგს უზარმაზარი გავლენა ექნება მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, დემოკრატიასა და თავისუფლებაზე. უკრაინის გამარჯვება დაამტკიცებს, რომ დემოკრატიული ძალების გამარჯვება შესაძლებელია, უკრაინის გამარჯვება ხაზს გაუსვამს თავისუფლების მოყვარული ადამიანების ძალას, უკრაინის გამარჯვებამ შეიძლება თქვენი ქვეყნის დეოკუპაციაც მოახდინოს პუტინის შემოჭრიდან 15 წლის შემდეგ.

ქართველი ხალხი კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს ტრანსატლანტიკური დემოკრატიული საზოგადოების წევრობას, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზით. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება კვლავაც გადამწყვეტ როლს ასრულებს იმაში, რომ ქვეყანა წინ მიდიოდეს. როგორც გასულ წელსაც ვთქვი, საქართველო განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ჩემს გონებაში. თქვენ ერთგული მეგობრები გყავთ შეერთებულ შტატებში. თუმცა, რჩება კითხვები დემოკრატიული ფასეულობებისადმი მთავრობის ერთგულებასთან დაკავშირებით.

საქართველოს ჩემს გონებაში განსაკუთრებული ადგილი აქვს. თქვენ ერთგული მეგობრები გყავთ აშშ-ში, თუმცა, არსად მიდის კითხვები დემოკრატიისადმი მთავრობის ერთგულების შესახებ. გული მტკივა, როდესაც ვუყურებ, როგორ ეპყრობიან ციხეში თქვენს მესამე პრეზიდენტს, რომელსაც მე ვიცნობდი. ბევრი ადამიანია შეშფოთებული საქართველოში რუსული გავლენების ზრდითა და მთავრობის მიერ უკრაინის ხალხისა მთავრობისა და მხარდაჭერის [დონით].

ახლა ყველანი უნდა გავერთიანდეთ თავისუფლების იდეის გარშემო. მოდით, გამოვიყენოთ ეს კონფერენცია იმისათვის, რომ დავამარცხოთ ყველა, ვინც თავისუფლების იდეას ებრძვის. ღმერთმა დალოცოს ქართველი ხალხი და თავისუფლებისთვის მებრძოლი ყველა ადამიანი მსოფლიოში”, – ნათქვამია ჯორჯ ბუშის წერილში. 

უახლესი ამბები:

ნიკა გვარამია კახა კალაძეს: ,, როგორ შეიძლება ამის გამო სირცხვილით არ იწვოდე”- რა ფოტოს ავრცელებს გვარამია

ჩოხატაურში “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს სცემეს

,, აი, ეს იდიოტობა ვის მოაფიქრდა?!” – რა ფოტოს აქვეყნებს ბონდო მძინარაშვილი

“მის გარეშე ჩოხატაურში არაფერი ხდება, ფულის საჭრელ მანქანად აქციეს პოლიტიკა …” – ნიკა მელია

 

Cesko