,,არაა საჭირო ზუზუნი და წუწუნი…” – ნიკა გვარამია

August 29, 10:01
0
2208

,,მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია:

,,არაა საჭირო ზუზუნი და წუწუნი. ჯერ შოლცმა, დღეს – მიშელმა გასაგებად თქვა: ევროკავშირი არის ლისაბოდინად თბილისამდე და 2030 წლამდე გაფართოვების ეს ეტაპი დასრულდება. ასე რომ, სტატუსს თუ წელს ვერ მივიღებთ (და, დარწმუნებული ვარ, ვერ მივიღებთ ქართული ოცნების დიდი მეცადინეობის შედეგად), არავითარი შესაძლებლობის ფანჯარა არ დაიხურება. დაიხურება ქართული ოცნება და მისი ხელისუფლება, ხოლო ევროკავშირში 2024 წელს არჩეული ახალი ხელისუფლება შეიყვანს საქრთველოს.

არც ეს “მაინც მოგვეცით” ვაჭრობაა გამართლებული – ეს თან არასერიოზულია და თან კონტრპროდუქტიული და გამაღიზიანებელი ჩევნი პარტნიორებისთვის. არაა საჭირო ევროკავშირის დანამუსება და ლამის “წველა”, საკუთარ საქმეს მივხედოთ და დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე ყველაზე შემაფერხებელი კედელი გადავდგათ 2024 წელს.

და თუ ჩვენს ვალს ჩვენი სამშობლოს წინაშე პირნათლად ვერ მოვიხდით, რატომ გადავწყვიტეთ, რომ რამეს ვიმსახურებთ, ეგ გულუბრყვილო დასკვნა ჩემთვის გამოცანაა – ხალხი იმსახურებს იმას, რასაც თავისი ბრძოლით და პრინციპულობით აღწევს. როგორც დიდი ხნის წინ არისტოტელემ თქვა, ოლიმპიურ თამაშებში (ძველ ბერძნულ) იმარჯვებს არა ყველაზე ლამაზი და ჭკვიანი, არამედ ის, ვინც ყველზე მეტი იბრძოლა და სხვებზე უკეთ იასპარეზა.

ყველაფერი კარგად იქნება, ეჭვიც არ მეპარება.”

უახლესი ამბები:

,,თავში სიმსივნე მაქვს და ტრეპანაციას ვიკეთებ-მეთქი – სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა” – ხათუნა ხოფერიამ მძიმე ოპერაცია გაიკეთა (ფოტოები)

გარდაცვლილი ემიგრანტის შვილს ცნობადი სახეები უსამძიმრებენ

სანდრა რულოვსი მიშა სააკაშვილს ვერც ივიწყებს და ვერც ელევა – რა ფოტო გამოაქვეყნა მან საკუთარ გვერდზე?

“დიდგვაროვნებო” რომელი რესტორანი გაქვთ დაჯავშნილი? – რას წერს მარიტა გუტაშვილი სოციალურ ქსელში

როგორ ქრებიან ათონის მთიდან წმიდა მამები და ვინ იყვნენ უხილავი ბერები, რომელთა კვალს ვერასდროს პოულობდნენ

(ვიდეო) როგორ შეიძლება ამის დაშვება?! – სულისშემძვრელი კადრები თბილისიდან

გარდაცვლილი ემიგრანტის შვილს ცნობადი სახეები უსამძიმრებენ

Cesko