“დიდგვაროვნებო” რომელი რესტორანი გაქვთ დაჯავშნილი? – რას წერს მარიტა გუტაშვილი სოციალურ ქსელში

0
430
38 Views

მარიტა გუტაშვილი, რომელმაც შოვია ტრაგედიის დროს ოჯახის 9 წევრი დაკარგა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

,,გოჩა ენუქიძე / Gocha Enukidze Papuna Margvelidze Sergi Khidesheli ონის მუნიციპალიტეტის მერია რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარე ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze Irakli Garibashvili საქართველოს მთავრობა Kakha Kaladze კახა კალაძე 112 Georgia/112 საქართველო შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia

რას ველოდებით?? დასვენების დღეა დღეს ოფიციალურად?

Update for 28.08.2023

დედაჩემი თავს იკლავს შიმშილობით 🙃

მამაჩემი ამაზე ნერვიულობით, თან ჩამოსაწერი აქვს რა “დავკარგეთ” შოვში ღვარცოფის შედეგად.

მე პირადად ცხრავე მიცვალებული გულდასმით მყავს დათვალიერებული პროზექტურაში ( ჩემების გარდაც 10 გვამამდე სხვაც დავათვალიერე ჩემების ძებნაში) , ორგანიზებაც მე გავუწიე დაკრძალვის თემებს, ყველაფერთან ერთად🙃

ეხლა ვზივარ სახლში და ყველაფერ ნანახს ვამატებ ამ ორი ადამიანის ტანჯვას. ანუ თქვენი გეგმაც ესაა , ჯერ ამათაც ვუყურო და მერე მეც მომიშოროთ? ეგრე დაგავალეს? ეგრე მოიფიქრეთ? თუ არა და თქვენ თუ ვერ მოდიხართ ფსიქოლოგი მაინც გამოგვიგზავნეთ თუ გული შეგტკივათ ჩვენზე….

ძალიან ეჭვი მეპარება ვინმეს ვადარდებდეთ , დღეს მარიამობაა, იქეიფე ერო 🙃 საქეიფოდ და დროს სატარებლად გვაქვს ზუსტად საქმე 🙃 “დიდგვაროვნებო” რომელი რესტორანი გაქვთ დაჯავშნილი? მეც დამპატიჟეთ შენდობას შევუთვლით ერთად ამოწყვეტილ ოჯახებს.

P.S. ვისაც კიდევ რამის გწამთ, გილოცავთ მარიამობას.

აქვე არ შემიძლია არ ავღნიშნო რუსთავის მერია / Rustavi City Hall 🙏 ნინო ლაცაბიძე / Nino Latsabidze ❤️ ოთარ ტატალაშვილი , გვანცა ქემაშვილი , ხალხი ვინც დამეხმარა ყველაფერში რაც კი შეეძლოთ. მადლობა გამოჩენილი ადამიანობისთვის 🙏” – წერ სოციალურ ქსელში მარიტა გუტაშვილი.

შოვში სტიქიური უბედურება 3 აგვისტოს მოხდა. ღვარცოფულმა პროცესებმა გაანადგურა საკურორტო ზონა და 30-ზე მეტი ადამიანი მოიყოლა. ამ დრომდე ეძებენ 2 დაკარგულს, სამეძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

Cesko