თუ მარიამობის დღესასწაულზე ეს არ მოხდა, მორწმუნეებს სჯერათ, რომ იმ წელს უბედურება მოხდება

0
780
49 Views

კუნძული კეფალონია (საბერძნეთი), რომელიც იონიის ზღვაში მდებარეობს, მარტო იმით არაა გამორჩეული, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კუნძულია ამ ზღვაში.

სწორედ ამ კუნძულზე, ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამის მიძინების დღეს, ყოველწლიურად აღესრულება სასწაული, რომელიც მნახველებს ანცვიფრებს – სოფელ მარკო პოლოში, ღვთისმშობლის მიძინების სამლოცველოში, დღესასწაულზე დასასწრებად და ხატის თაყვანის საცემად ტაძარში… შხამიანი გველები მოდიან.

ხატს „გველის ღვთისმშობელს“ უწოდებენ.

გადმოცემის თანახმად, იმ ადგილას, სადაც ახლა სამლოცველოა, ადრე ყოვალდწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერი ყოფილა.

ერთხელ, როდესაც სოფლის ყველა მამაკაცი ზღვაში სათევზაოდ იყო გასული, მონაზვნებმა მეკობრეთა გემი დალანდეს და შეშინებულებმა ჩარაზეს მონასტრის ჭიშკარი, თავად კი გულმოდგინედ ევედრებოდნენ დედა ღვთისმშობლის ხატს, დაეფარა მათი ღირსება.

მაგრამ ხის ალაყაფმა მეკობრეთა ძალას ვერ გაუძლო. როდესაც ისინი მონასტერში შეცვივდნენ, იქ, მონაზონთა ნაცვლად, შავი გველები დახვდათ.

მოძალადეები თავზარდაცემულნი გაერიდნენ იქაურობას. როგორც მარკო პოლოს მცხოვრებნი ამტკიცებენ, მათ სამლოცველოში სწორედ ის ხატია დაცული, რომელსაც ასე გულმოდგინედ ევედრებოდნენ მონაზვნები მეკობრეთაგან ხსნას და ეს ხატი პანაგია ფეტუსა გახლავთ.

ყოველი წლის მარიამობის წინა საღამოს მთებიდან ჩამოდიან შხამიანი გველები და სწორედ ამ სამლოცველოსთან იკრიბებიან, ტაძარში მორწმუნეებთან ერთად შედიან და წირვას ესწრებიან.

მიუხედავად იმისა, რომ სამლოცველოში უამრავი ხატია, გველები ღვთისმშობლის ხატისაკენ მიიწევენ და მასზე გართხმულები უსმენენ ღვთისმსახურებას.

რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, ეს შხამიანი გველები ამ დღესასწაულზე სრულიად უვნებელნი ხდებიან-მლოცველებს ისინი ხელში აჰყავთ, ტაძარში შესვლაში ეხმარებიან, ეთამაშებიან და ეფერებიან ხოლმე.

წირვის დასრულებისთანავე გველები ჩამოცოცდებიან ღვთისმშობლის ხატიდან და კვლავ მთებს მიაშურებენ.

იმ წუთებიდან მათთან შეხებას არავის ურჩევენ, რადგან მათი შხამი მომაკვდინებელია. მარიამობას მათ დანახვას არავინ უფრთხის-ადგილობრივი თუ სტუმრად ჩასული მართლმადიდებლები სიხარულით ელიან ამ დიდი სასწაულის ხილვას.

მარკოპოლოელმა ქრისტიანებმა იციან, რომ, თუკი გველები არ გამოჩნდნენ, ესე იგი, იმ წელს დიდი განსაცდელს უნდა ელოდნენ. ასე იყო 1943 წელს-მაშინ ფაშისტებმა უამრავი ადამიანი დახვრიტეს – თითო ოჯახიდან თითო კაცი; გველები არ მოდიან ეკლესიაში მაშინაც, თუკი იმ წელს გვალვა ან მიწისძვრაა მოსალოდნელი.

პრაიმტაიმი

უახლესი ამბები:

„25 წელი გელოდებოდი მა, ვოცნებობდი გულში ჩაგეკარი და აღარ გაგეშვი…“ – მა­მუ­კა ონაშ­ვი­ლის ახლო მე­გო­ბა­რს შვილი ემოციურად ემშვიდობება

VIDEO: “დილამდე გვერდით ვეწექი და ველაპარაკებოდი… უკვე გარდაცვლილი იყო“- ზურა ყიფშიძე

ვრცელდება საშინელი კადრები

 

„ნეტა რას მიპასუხებ, რომ შეგეკითხები… ჩვენს გიოს რატომ გაუშვი ხელი“ – მამის ტკივილიანი გზავნილი

ვრცელდება საშინელი კადრები

“რამოდენიმე შეკითხვა დიმიტრი ანატოლის ძე მედვედევს” – ხათუნა ხოფერია

„ასე მგონია, რომ ამ ადამიანის წინაშე მთელი სამყარო დამნაშავეა… არ ვიცი, თვალებში როგორ შევხედო, ან გვერდით როგორ დავუდგე“ – იაკობ ჯანგავაძე

„დიახ, არ მინდა, ჩემი შვილი ასე იქცეოდეს” – რას წერს ცნობილი ვიდეოს შესახებ ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე?

Cesko