“რამდენიმე წუთის წინ გამიკეთეს დნმ-ის ანალიზი…” – ნატო ჭელიძის და გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – დეტალები

0
849
44 Views

სტიქიაში დაკარგული ნატო ჭე­ლი­ძის დამ, ნა­თია ჭე­ლი­ძემ ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია უარ­ყო და გვი­თხრა, რომ ჯერ არ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლა ნა­ტოს იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის ფაქ­ტი.

“რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­მი­კე­თეს დნმ-ის ანა­ლი­ზი. სხვა ინ­ფორ­მა­ცია ჩემი დის შე­სა­ხებ არ მაქვს. ვინც და­გი­დას­ტუ­რათ ნა­ტოს იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ ის ჩვე­ნი ოჯა­ხის ნა­თე­სა­ვია. არ ვიცი, მე სხვა ინ­ფორმ­ცია არ მაქვს.” – გვი­თხრა სტი­ქი­ის ზო­ნა­ში და­კარ­გუ­ლი ნატო ჭე­ლი­ძის დამ.

ნატო ჭე­ლი­ძე­სა და მის სამ მცი­რე­წლო­ვან შვილს, ლუ­კას, ან­დრი­ას და ანას­ტა­სი­ას მაშ­ვე­ლე­ბი 3 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ. მათ­გან, მაშ­ვე­ლებ­მა ამ დრო­ის­თვის მო­ლოდ ლუ­კას ცხედ­რის პოვ­ნა შეძ­ლეს.

ცნო­ბის­თვის, 3 აგ­ვის­ტოს რა­ჭა­ში, შოვ­ში უდი­დე­სი ტრა­გე­დია მოხ­და. იმ ად­გი­ლის მიმ­დე­ბა­რედ, სა­დაც სას­ტუმ­რო “სან­სეთ შოვი” და კო­ტე­ჯე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი, მე­წყე­რი ჩა­მოწ­ვა. ად­გილ­ზე ათო­ბით დამ­სვე­ნე­ბე­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და.

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­წყერს 19 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. მაშ­ვე­ლე­ბი 20-ზე მეტ და­კარ­გულს ეძე­ბენ.

სტიქიის ზონაში, 7 წლის ლუკა დუდაშვილის შემდეგ, მაშველებმა მისი დედა, ნატო ჭელიძე იპოვეს გარდაცვლილი

Cesko