იურისტი, თამარ ლუკავა აცხადებს, რომ ღამის კლუბებში გასართობად წასულ ახალგაზრდა ქალებს ჭიქაში გაურკვეველ ნივთიერებებს უყრიან და აუპატიურებენ.
“ღამის კლუბებში გასართობად წასულ ახალგაზრდა ქალებს აუპატიურებენ – სავარაუდო მოძალადეები ქალებს ჯერ ჭიქაში გაურკვეველ ნივთიერებებს უყრიან, თიშავენ და შემდეგ მათით მანიპულირებენ”, – ამის შესახებ მან „ტვ პირველთან” საუბრისას განაცხადა.
იურისტი აცხადებს, რომ მას დაზარალებულმა ქალებმა პირადად მოუყვნენ ამ ამბის შესახებ.
მისი თქმით აღნიშნული პრობლემა საკანონმდებლო დონეზე უნდა გადაწყდეს და სქესობრივი დანაშაულების შესახებ კანონში უნდა გაჩნდეს ჩანაწერი სქესობრივ კავშირზე თანხმობის შესახებ.
აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო უცვლელად გადმოსცემს მკითხველს, თუმცა მასში მოყვანილი ფაქტები აუცილებლად შემდგომ გამოძიებას და დაკონკრეტებას მოითხოვს შესაბამისი ორგანოების მხრიდან.