თბილისში, სუპერმარკეტში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი – როგორც “რუსთავი2-ს” შსს- ში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია 239-ე მუხლით, რომელიც ხულიგნობას გულისხმობს

0
246
20 Views

თბილისში, სუპერმარკეტში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა.

როგორც “რუსთავი2-ს” უწყებაში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია 239-ე მუხლით, რომელიც ხულიგნობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით გავრცელდა ვიდეო, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი ერთ-ერთი მაღაზიის კონსულტანტს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს. ვიდეოში ჩანს, როგორ აზიანებს მამაკაცი მაღაზიის ინვენტარს და პროდუქციას.

Cesko