ლუკას, ანდრიას, ანასტასიას და მათ დედას სტიქიის ზონაში ეძებენ

0
1454
27 Views

ლუკას, ანდრიას, ანასტასია დუდაშვილებს და მათ დედას ნატო ჭელიძეს სტიქიის ზონაში ამ დრომდე ეძებენ. ამის შესახებ ინფრომაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

“უფალო გევედრები, გადაარჩინე ჩემები. იქნებ ვინმემ ნახა და არ იცით რაიმე. გთხოვთ შეგვატყობინეთ. შოვში კოტეჯებში იყვნენ“, – წერს ოჯახის ნათესავი.

შეგახსენებთ, 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. დამსვენებლებს პირველადი დახმარება სასტუმროს ადმინისტრაციამ გაუწია და შენობიდან გამოსვლაში დაეხმარა.

სამაშველო ოპერაცია დილიდან განახლდა – მუშაობა განაახლეს ვერტმფრენებმაც, რომლებმაც ღამით შეზღუდული ხილვადობის გამო, ვეღარ შეძლეს სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობა.

ამ დროის მონაცემებით, რაჭაში სტიქიას 11 ადამიანი ემსხვერპლა.

სტიქიის ზონიდან 140-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ისინი ახლა უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი, მათ შორის არიან სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ბანაკში იმყოფებოდნენ.

წყარო – “პრაიმ ტაიმი”

Cesko