“მე გლდანელი კაცი ვარ, 4 შვილის მამა, მე ვცემე მიშა მშვილდაძე, არსად არ ვიმალები” – კაცი, რომელმაც მშვილდაძე სცემა თვითონ გამოჩნდა და თავდასხმის მიზეზიც დაასახელა

0
6343
83 Views

ნიკოლოზ გუგეშაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს, რომ მიშა მშვილდაძე მან სცემა. მისი თქმით ცემის მიზეზი ის არის, რომ მშვილდაძე ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახის რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო.

“მე ვარ ნიკოლოზ გუგეშაშვილი, გლდანელი კაცი, 4 შვილის მამა. გუშინ ვიყავი ვაჟა ფშაველაზე, კარფურთან, სადაც ვცემე მიშა მშვილდაძე. ცემის მიზეზია ის რომ ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახის რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს, ასევე ფეისბუქით გვაგინებს მე და ჩემს მეგობრებს. ამიტომაც მოხვდა. არსად დამალვას არ ვაპირებ.”

მიშა მშვილდაძეს, ტელეკომპანია ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს 27 ივნისს, სუპერ მარკერების ქსელ “კარფურის” მინდებარე ტერიტორიაზე სცემეს.

მშვილდაძემ განაცხადა რომ ის არა პატრიარქს, არამედ ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს და მამუკა მდინარაძე აგინებს.

“სახეში მუშტი დამარტყა… წავიქეცი, ის უკნიდან ცდილობდა, ერტყა და ერტყა” – მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ, როგორია მისი მდგომარეობა

Cesko