„ბორტზე რვავე ადამიანი დაიღუპა“ – თეთრი არაგვის ხეობაში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის პილოტი პოლიციის პოლკოვნიკის ვინაობა ცნობილია

0
679
26 Views

დღეს გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთის ვინაობა ცნობილია.

“თეთრი არაგვის ხეობაში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის პილოტი პოლიციის პოლკოვნიკი ზაზა ლორიაა.

იგი 35 წელი პილოტი იყო, მან უამრავი ადამიანის სიცოცხლე იხსნა”, – წერია “ყველაფერი პოლიციის შესახებ”-გვერდზე.

წინასწარი მონაცემებით, გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილია ის ტურისტი, რომელიც პარაპლანით მიფრინავდა. პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავებულია.

Cesko