მთელი შოვი 2 მილიონი კუბური მეტრი მიწის მასით დაიფარა, ყველა ტურისტული ობიექტი განადგურებულია… – საშინელი სტიქიის დეტალები რაჭა-ლეჩხუმის სახელმწიფო რწმუნებულისგან

0
2176
24 Views

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, პაპუნა მარგველიძე აცხადებს, რომ სტიქიის გამო, კურორტი შოვი გარე სამყაროს მოწყვეტილია. მისივე თქმით, დაახლოებით, 2 მილიონ კუბური მეტრზე მეტი მიწის მასაა ჩამოშლილი. მიმდინარეობს გარდაცვლილი პირების იდენტიფიცირება.

“სამაშველო-სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში. ოპერატიულად შემოდის ინფორმაცია ჩვენს შტაბში, რაზედაც შესაბამისს რეაგირებას ვახდენთ. მიმდინარეობს გარდაცვლილების იდენტიფიცირება.

კურორტი შოვი გარე სამყაროს მოწყვეტილია. როდესაც მოხდა სტიქია დღის 15:00 საათზე, დაახლოებით ნახევარ საათში მოხდა მთლიანად შოვის ტერიტორიის დაფარვა საკმაოდ დიდი მოცულობის მიწის მასით. დაახლოებით, 2 მილიონ კუბური მეტრზე მეტია მიწის მასა ჩამოსული. სამაშველო სამსახურები მაშინვე ჩაერთნენ, ფეხით გადავიდნენ სამაშველო სამუშაოებზე ჩვენი მაშველები. შემდეგ ვერტმფრენები დაგვეხმარნენ. სამაშველო სამუშაოები ახლაც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

შოვის ინფრასტრუქტურა არის საკმაოდ დაზიანებული. ყველა ის ტურისტული ობიექტი, რაც იყო, ფაქტობრივად, განადგურებულია. ზარალის შეფასება, რა თქმა უნდა, პარალელურ რეჟიმში დაიწყება,” – განუცხადა “კურიერს” პაპუნა მარგველიძემ.

Cesko