“მდინარე ისევ ადიდდა, გამორიცხულია ვინმეს გაესწრო…”- მარიტა ეჭვობს, რომ და, ძმა, დეიდა, ორი დეიდაშვილი, ბიძაშვილი სამი შვილით, რომლებიც დაკარგულები არიან, ცოცხლები აღარ არიან

August 4, 08:53
0
4765

ალიას ესაუბრება მარიტა გუტაშვილი, შოვის ტრაგედიას გადარჩენილი, რომელმაც დღეს პირველმა გააჟღერა მედიასთან, რომ ხელისუფლებისგან პასუხად მიიღეს – ბოდიში, ღამეა და ამის გამო, ვერტმფრენებით ვერც ძებნის ოპერაციებს გავაგრძელებთ და ვერც გადარჩენილებს გაგიყვანთო.

მართალია, ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ადგილზე სამაშველო სამსახურსა და გადარჩენილებს, ყველა საჭირო ნივთი და პირობა აქვთ შექმნილი ღამის გასათენებლად, მაგრამ მარიტამ სოციალურ ქსელში დაწერა:

“მცივა და ვინმემ ჰუდი მომიტანეთ, ხალხს ცივა აქ და რამე წამოიღეთ საწვიმრები , საწვიმარი პარკები არა , საწვიმრები. გამეყინა სისხლი რო მაცდევინეთ მიმაღწევინეთ დილამდე ონის მუნიციპალიტეტის მერია”

ცოტა ხანში, მომწერა: – “თამო მე ვარ მარიტა, მე მეყინება სისხლი და მდინარის და დედაჩემის ღრიალის მეტი არაფერი ისმის… დედაჩემს თავს მოკვლა უნდა და აკავებენ…”

მარიტა გვიყვება, რომ მდინარე ისევ ადიდდა, თავისი თვალით ნახა რა მდგომარეობაა და აღარ აქვს იმედი, რომ მეწყერის ზონაში დაკარგულებიდან ვინმე იყოს ცოცხალი.

მარიტა ეჭვობს, რომ და, ძმა, დეიდა, ორი დეიდაშვილი, ბიძაშვილი სამი შვილით, რომლებიც დაკარგულები არიან, ცოცხლები აღარ არიან.

“აღარაა საერთოდ ის ადგილი და მეეჭვება ვინმეს გაესწრო. გამორიცხულია, რამე მოეხერხებიათ. არც გზაა, წაღებულია ყველაფერი. ჩვენ მეწყრის ბოლოში ვართ. ძალიან ბევრი ადამიანია დაკარგული, დამსვენებლებიც, მათ შორის. სიაც არ აქვთ გადარჩენილების რომ გამოაქვეყნონ”, – გვიყვება მარიტა და ამბობს, რომ ძალიან ცივა და საწვიმრები და ჰუდები არავის მიუწოდებია გადარჩენილებისთვის.

“არ მოუტანიათ არაფერი… ყველას ფეხებზე ვკიდივართ… ალბათ, ბარემ ჩვენც გაგვასვენებენ რო მერე მთელი ცხოვრება მშვიდად იყვნენ… ენუქიძე გაიქცა… ხო, აბა, აქ ძალიან ცივა და… ყველამ მიგვატოვა და წავიდნენ სათათბიროდ…” – ამბობს ალიასთან მარიტა.

თამო კეშელავა, ალია

Cesko