22 Views
ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში კერძო სკოლა “რეცას” მოსწავლეები და მასწავლებლები არიან ჩარჩენილები. როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” სკოლის დირექტორმა ვახო აბაიშვილმა განუცხადა, უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან და ელოდებიან მაშველებს, რომლებმაც ვერტმფრენის დახმარების მათი ევაკუაცია უნდა განახორციელონ.
“არანაირი საფრთხე არ გვემუქრება. სადაც ვართ, უსაფრთხოდ ვართ. ველოდებით მაშველებს, ვერტმფრენით უნდა გამოგვიყვანონ. ბევრნი ვართ, 60-მდე”, – განაცხადა სკოლის დირექტორმა.
შსს-ს ინფორმაციით, სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია 400-მდე მეხანძრე- მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები. მათი განცხადებით, სამაშველო ღონისძიება მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.
ინფო რუსთავი