სიმონიანის და სობჩაკის მკვლელობას ამზადებდნენ ნეონაცისტები დაჯგუფებიდან „პარაგრაფი-88 – დაკავებულია კიდევ ერთი პირი

0
247
27 Views

ჟურნალისტების მარგარიტა სიმონიანის და  ქსენია სობჩაკის მკვლელობის ორგანიზების საქმეზე მოსკოვის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე დააკავეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ეს უკვე მერვე დაკავებულია ამ საქმის ფარგლებში. მათგან 4 არასრულწლოვანია.

გამოძიების ინფორმაციით, სიმონიანის და სობჩაკის მკვლელობას ამზადებდნენ ნეონაცისტები დაჯგუფებიდან „პარაგრაფი-88“, რომლებიც დაკავების დროს სიმონიანსა და სობჩაკზე თვალთვალს ახორციელებდნენ.

ერთ-ერთმა დაკავებულმა, 18 წლის მიხეილ ბალაშოვმა განაცხადა, რომ მარგარიტა სიმონიანის და ქსენია სობჩაკის მკვლელობა მათ უკრაინის სპეცსამსახურებმა შეუკვეთეს.

Cesko