ქუთაისის აეროპორტი დროებით მუშაობას წყვეტს: ჭერი ჩამოინგრა, დარბაზები დაიტბორა – ნახეთ, ვიდეო ქუთაისის აეროპორტიდან

0
3660
19 Views

ახლახანს უმძიმესი ინფორმაცია გავრცელდა. ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაიტბორა. თქვენი აზრით ოდესმე გააკეთებენ ქუთაისის აეროპორტს ისე რომ დღეში სამჯერ არ დაიტბოროს და არ დაინგრეს?

როგორც ცნობილია იმდენად ძლიერი იყო წვიმა რომ

წყალი ასაფრენი სივრცის დარბაზში დგას.

ამ დროისთვის აეროპორტის თანამშრომლები შენობის წყლისგან გაწმენდას ცდილობენ.

ასევე აეროპორტის ახალ გახსნილ ტერმინალში ჭერი ჩამოინგრა.

დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დროებით მუშაობას წყვეტს. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, დაგეგმილი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია გადამისამართებული.

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დროებით მუშაობას წყვეტს, წინასწარი ინფორმაციით, 11 ივლისის 07.00 სთ-მდე. აეროპორტის მუშაობის შეფერხების მიზეზი დასავლეთ საქართველოში უამინდობა, ძლიერი წვიმაა. უხვი ნალექის გამო შეფერხდა აეროპორტის სამგზავრო ტერმინალის მუშაობა. ამ ეტაპზე მიღებულია უსაფრთხოების ყველანაირი ზომები, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია გადამისამართებული. ამასთან, გამოცხადებულია ე.წ. ნოტამი, რაც გულისხმობს საერთაშორისო საავიაციო არხების საშუალებით შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებას. აეროპორტის ტერიტორიაზე აქტიურად მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი – ადგილზე სწავლობს არსებულ ვითარებას. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სრულადაა პროცესში ჩართული და ოპერატიულად მოახდენს მოსახლეობის ინფორმირებას“, – ნათქვამია აეროპორტის განცხადებაში.

ცნობისთვის, ქუთაისის აეროპორტში ჭერი ჩამოინგრა, საიდანაც აეროპორტის შიდა სივრცეში წყალი ჩავიდა.

Cesko