,,უნდა გამოიძიონ, ლევან რატიანის კლინიკაში ეს შეგნებულად მოხდა თუ არა! სისხლის სამართლის აღძვრის საფუძველი არსებობს”

0
2208
54 Views

,,თამაზ, ძმაო, იბრძოლე, შენ მარტო ხარ, კოვიდი და ისინი, უხილავი მტერი კაცობრიობის – კი ბევრნი, მაგრამ ღმერთი შენs მხარეზეა და ჩვენ ვლოცულობთ შენი გადარჩენისთვის. ცხვარს შევწირავთ შენს სახელზე და ლამპრობას სვანური წესით ვილოცებთ”, – დაწერა ყოფილმა დეპუტატმა ემზარ კვიციანმა თავის მეგობარზე, თამაზ მეჭიაურზე, რომლის მდგომარეობაც მძიმეა. ემზარ კვიციანი მისი მდგომრეობის გართულებაში ლევან რატიანს, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას ადანაშაულებს და ამბობს, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს.

,,თამაზი გავაფრთხილე, ცნობადი სახე ხარ და ეპიდემიოლოგებს არ ჩაუგდო თავი კლინიკებში-მეთქი. დილით ვურეკავ და უკვე კლინიკაში ვარ, გაუარესება მქონდა და ზაზამ წამომიყვანა, რატიანს იცნობსო. გულში მაშინვე ცუდმა გამიელვა, მაგრამ რავარია უთხრა რამე. მხოლოდ ის ვუთხარი, ხომ მოგიყევი, როგორ გამოვიქეცი იქიდან-მეთქი.

მეც რატიანის ნდობამ მიმიყვანა, მაგრამ შემდეგ იქ სხვა რამ ვნახე და წამოვედი, სანამ აპარატამდე მიმიყვანდნენ. ერთ დილას ვუთხარი, არასწორად გმკურნალობენ, წამოდი, მე მოგხედავ-მეთქი. მიპასუხა, უხერხულია, ექიმები თავზე მევლებიანო. მეც ასე მევლებოდნენ, მაგრამ მოვიკრიბე ძალა, რომ თავი გადამერჩინა და წამოვსულვიყავი იქიდან…

4 ქულიდან 3-4 დღეში 18 ქულამდე გაექცათ თუ შეგნებულად მოხდა რამე, ეს წესით, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ, რომ გვქონდეს ნორმალური, თავისუფალი ქვეყანა!.. შვილები ჰყავდათ დარწმუნებული, რომ გადაყვანა არ იყო საჭირო. ერთი შვილი მაინც რომ ყოფილიყო ჩვენს ჭკუაზე, უეჭველი მივადგებოდი, მაგრამ შვილებს ვერც წარმოუდგენიათ ის, რაც მე და უამრავ ადამიანს გამოცდილი და ნანახი გვაქვს ამ კოვიდ კლინიკებში…

თურმე ახლობლებთან კომუნიკაციას ითხოვდა და ცოცხალი თავით არ დაალაპარაკეს არავის. ისმება კითხვა, მაში,ნ როცა პაციენტს ყველაზე ძალიან სჭირდება მორალური მხარდაჭერა, რატომ არ შეიძლებოდა ერთი ზარის უფლების მიცემა? შვილებს უთხრეს, ორშაბათს ერთ-ერთს შეგიშვებთო და ორშაბათს უკვე აპარატზე იყო შეერთებული…

ღმერთმა არ ქნას, რომ ცუდად დამთავრდეს ეს მკურნალობა, მაგრამ რასაც ვყვები, არის თუ არა საფუძველი სისხლის სამართლის საქმის აღძვრის?! უარეს შემთხვევაში კი შურისძიების?!” – წერს ემზარ კვიციანი და იმავე სტატუსში აღნიშნავს, რომ ქართველი ექიმის მიერ შექმნილ კოვიდის საწინააღმდეგო წამალს კარგი შედეგი ჰქონდა, მაგრამ ექიმებმა ეს წამალი შეუწყვიტეს და პაციენტის მდგომარეობა დაამძიმეს.

Cesko