49 Views
„პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ლისის ტბის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, სადაც „პრაიდ ფესტივალი“ უნდა გაიმართოს.
აღნიშნულს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება კვლავ მოჰყვა.
პოლიციის ერთმა ნაწილმა, მათ შორის, სპეცრაზმის ჯგუფმა, ლისის ტბის შიდა ტერიტორიაზე ახალი კორდონი გააკეთა. აქციის მონაწილეები ამ წუთებში ამ კორდონის გარღვევას ცდილობენ.
საფესტივალო ტერიტორიიდან „თბილისი პრაიდის“ მონაწილეების ევაკუაცია განხორციელდა
ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ „პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგე რამდენიმე პირი დააკავა