საფესტივალო ტერიტორიიდან „თბილისი პრაიდის“ მონაწილეების ევაკუაცია განხორციელდა

July 8, 15:12
0
1120

თბილისი პრაიდის“ მონაწილეებმა დატოვეს ტერიტორია, სადაც „პრაიდ ფესტივალი“ უნდა გამართულიყო.

არსებული ცნობით, „პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

„მოგვიწია ტერიტორიის დატოვება. სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა. განხორციელდა ევაკუაცია სამარშრუტო ტაქსებით“, – წერს სოციალურ ქსელში „თბილისი პრაიდი“.

შეგახსენებთ, ლისის ტბის ტერიტორიის მიმდებარედ, სადაც ფესტივალი უნდა გამართულიყო, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს.

Cesko