“10 წუთის წინ შემთხვევით გადავრჩი სიკვდილს: ვერანდაზე ვიღაცამ იარაღი ისროლა, ტყვიის ანასხლეტი ბავშვს მოხვდა…” – რა შეემთხვა ჟურნალისტს საკუთარ სახლში 

0
1629
27 Views

გასულ ღამეს, გლდანში ბრმად გასროლილი ტყვია ჟურნალისტის საცხოვრებელი ბინის ვერანდაზე შევარდა. ანასხლეტი 12 წლის მოზარდს მოხვდა.

ჟურნალისტი თათია ჩაფიჩაძის განცხადებით, არსებობს ეჭვი, რომ იარაღი პოლიციის მოქმედ თანამშრომელს, მის მეზობელს გაუვარდა.

“ზუსტად 10 წუთის წინ სულ შემთხვევით გადავრჩი სიკვდილს. საკუთარ ვერანდაზე ზემოთა სართულიდან ვიღაცამ იარაღი ისროლა. ზუსტად 1წთით ადრე ავდექი ტელეფონის გამოსატანად, სანამ მოვბრუნდი ხმა გავიგე და ასეთი ამბავი დამხვდა.
ტყვიის ანასხლერი მოხვდა ბავშვს და საბედნიეროდ მხოლოდ მცირედი დაბეჟილობა აქვს ფეხზე!
ამ ქვეყანაში ცხოვრება საკუთარ სახლშიც კი საშიშია!!!!!!!!!!!!!!!” – წერს ჟურნალისტი და ვიდეოს აქვეყნებს:

Cesko