ყოფილი პარლამენტარი გოგა ხაჩიძე სოციალურ ქსელში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს. ხალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანში გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა. ადგილობრივი აცხადებენ რომ ქარბორბალამ სოფელს დიდი ზიანი მიაყენა.
ცნობილი ხდება, რომ 4 ივნისს ვაჩიანში ძლიერ სეტყვას ქარი მოჰყვა, რომელიც ქარბორბალაში გადაიზარდა და სოფელში ბევრ სახლს სახურავი გადახადა.
“გარშემოში რაც იყო, ყველაფერი წაიღო. დაახლოებით 15-20 წუთი გაგრძელდა. უფრო უარესი იყო, როცა სეტყვა დაიწყო. ხალხის რემონტი წვიმამ და სეტყვამ გააფუჭა. მოსავალზე კი აღარაფერს ვამბობთ. სეტყვამ კიდევ უფრო დიდხანს გასტანა” – აცხადებენ ადგილობრივები მედიასთან
ახალქალაქის მერის მელქონ მაკარიანის თქმით, დაახლოებით 20 სახლია დაზიანეული. როგორც მან აღნიშნა, მერია ყველას შესაბამის დახმარებას გაუწევს და ზარალს აუნაზღაურებს.
“ქარი კი არა, ტორნადო იყო, როგორც ფილმებში. დღემდე მსგავსი არაფერი გვინახავს. ადამიანური მსხვერპლი არ გვყავს, მაგრამ სოფლეში სახლების სახურავები ჩამოინგრა. 20-ზე მეტი სახლი დაზიანდა. ახალქალაქის მერიას დავუკავშირდით, ზარალის შესაფასებლად უნდა მოვიდნენ. უკვე მოდიან” – თქვა სოფელ ვაჩიანის მერის წარმომადგენელმა ფედორ ტოროსიანმა jnews.ge-სთან საუბრისას.