ზელენსკის მიერ საქართველოში გაძევებული ქართველი დიპლომატი, კიევიდან თბილისში დღეს დაბრუნდება

July 6, 10:50
0
316

ზელენსკის მიერ საქართველოში გაძევებული ქართველი დიპლომატი კიევიდან თბილისში დღეს დაბრუნდება. გიორგი ზაქარაშვილისთვის უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება გაუგებარი და უსაფუძვლოა, თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველო მეგობრობაზე, თუნდაც ცალმხრივზე, უარს არ იტყვის.

„ქრონიკასთან“ საუბრისას დიპლომატი აღნიშნავს, რომ უკრაინის საგარეო უწყებაში გამართულ შეხვედრაზე მან კოლეგებს დეტალურად აუწყა მიხეილ სააკაშვილის საქმის დეტალები და ამასთან, აუხსნა, რომ პატიმარ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინაში წარმოდგენები მცდარია. ის რომ სააკაშვილი დამნაშავეა, ელჩის განცხადებით, ამ პოზიციას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც ამყარებს.

ელჩისთვის მიცემული 48-საათიანი ვადა დღეს 12:00 საათამდე იწურება.

Cesko