თბილისში მოსწავლეებით სავსე სკოლის ავტობუსი გადაბრუნდა

February 22, 16:37
0
3772

თბილისში, ვარკეთილში მსუბუქი ავტომანქანა სკოლის ავტობუსს დაეჯახა, რის გამოც ავტობუსი გადაბრუნდა. ინფორმაციას სოციალური ქსელის მომხმარებლები ავრცელებენ.

შემთხვევის დროს მოსწავლეები იმყოფებოდნენ თუ არა სატრანსპორტო საშუალებაში, უცნობია.

“გამარჯობა, დილით ასე 08:15 საათზე, ვარკეთილის გზაზე, ახალი სტადიონის გადასწვრივ ავარიას შევესწარი. ავტობუსი, მგონი, სკოლის და მსუბუქი ავტომანქანა იყო შეჯახებული. ავტობუსი ამოტრიალებული იყო, საწრაფოები, სახანძრო იყო . ვინმემ თუ იცით, ხომ გადარჩა ყველა? ღმერთმა ყველა მძღოლი და მგზავრი დაიფაროს”, – წერენ სოციალურ ქსელში.

როგორც პოსტის კომენტარებიდან ირკვევა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

წყარო: metronome.ge

Cesko