ახალგაზრდა, რომლის ფოტომ სოციალური ქსელი მოიცვა, 22 წლის ტრანსგენდერი ქალი, ელენა ჭუმბურიძეა

0
1037
51 Views

ფოტო – პრაიმტაიმი

ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა გამოაქვეყნა 22 წლის ახალგაზრდას ფოტო, რომელიც მეეზოვედ მუშაობს. ახალგაზრდის ფოტოს და ისტორიას არაერთი ადამიანი გაეცნო, საზოგადოება მას ბადრი ჭუმბურიძით იცნობს, თუმცა, ახალგაზრდა პრაიმტაიმთან ჰყვება, რომ ის ტრანსგენდერი ქალია და ელენე ჰქვია:

“თბილსერვის ჯგფში მუშაობა 2019 წლიდან დავიწყე. მანამდე ერთ ხინკლის სახლში ვმუშაობდი, 16 საათს 20 ლარად – ეს მონობაა”, – ჰყვება ელენე.

ახალგაზრდა მედიასთან ჰყვება, რომ 10 წლიდან მიიჩნევს თავს ტრანსგენდერ ქალად. თავდაპირველად ოჯახს მისი ორიენტაციის მიუღებლობა ჰქონდა და ოჯახური ძალადობის მსხვერპლიც იყო. მოუწია მიემართა პოლიციისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სოციალური მუშაკებისთვის, რის შემდეგაც ბავშვთა სახლში გადაიყვანეს, სადაც 4 წელი ცხოვრობდა. 18 წლის როცა გახდა ოჯახში დაბრუნდა და ამ დროისათვის, უკვე ოჯახსა და მას შორის ურთიერთობებიც დათბა. ამბობს, რომ ახლა მშობლებთან და დასთან კარგი ურთიერთობა აქვს.

ამბობს, რომ თბილისში ჩამოსვლისას, პირველი პერიოდი ძალიან გაუჭირდა:

“მრცხვენოდა, არავის ვიცნობდი, არ ვიცოდი რა როგორ გამეკეთებინა. არ მქონდა სამოსის, პარიკის და კოსმეტიკის ყიდვის საშუალება. ამიტომ, ბიჭის ფორმით მიწევდა ცირკთან დადგომა – არ მქონდა მაკიაჟი, არ მეცვა კაბა და ვიდექი როგორც ბიჭი, ამის გამო დიდი ბულინგი წამოსულა, ტრანსგენდერი ქალობის შენ რა გეტყობაო, მანქანებიდან ხშირად უსვრიათ შუშის ბოთლები, ქილები, არ მომხვედრია, მაგრამ ხშირად ბეწვზე გადავრჩენილვარ.

მერე მეგობრები შევიძინე, გასაჭირში ერთმანეთის გვერდით ვართ.” – ჰყვება ელენე მედიასთან.

ელენე ამბობს, რომ ის შეყვარებულია და კვირაში ერთხელ მაინც ხვდებიან ერთმანეთს, ჰყვება, რომ მისი მეორე ნახევარი ძალიან მზრუნველია და ყოველთვის გვერდით უდგას.

Cesko