ახლახანს ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ქართველი ჟურნალისტი ჯამლეტ ხუხაშვილი დაიღუპა

April 5, 15:18
0
253

ამ წუთებში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა.

78 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი კომენტატორი და საკალათბურთო სპეციალისტი ჯამლეტ ხუხაშვილი.

ის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მძიმედ ავადმყოფობდა.

ჯამლეტ ხუხაშვილი 1963 წლიდან იყო საქართველოს პირველი არხის სპორტული კომენტატორი. 1980-1992 წლებში მუშაობდა სხვადასხვა მედიასაშუალებებში; იყო საზოგადოება „დინამოს“ მწვრთნელი.

1994 წლიდან საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების უფროსი. 1990 წლიდან „მაქაბის“ კლუბის პრეზიდენტი.

ავტორი საიუბილეო წიგნისა „ყურადღება“ (2004).

დასახელებულია „დინამოს“ საუკეთესო მწვრთნელად (1986), საუკეთესო სპორტულ კომენტატორად (2004). იყო სპორტული რადიო „ჯაკოს“ გენერალური დირექტორი.

ჯამლეტ ხუხაშვილი გახლდათ თბილისის საპატიო მოქალაქე, საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის თავმჯდომარე და სპორტის დამსახურებული მოღვაწე. 1998 წელს იგი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, ქართული სპორტის განვითარების, მისი პოპულარიზაციის, ქართველი და ებრაელი ხალხების ურთიერთობათა განმტკიცების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის.

Cesko