არის თუ არა ღალატი და რუსეთუმეობა ბუზალაძის რუსეთში ვიზიტი?! – რას აცხადებს მღვდელი იაკობ მესტვირიშვილი

0
3754
21 Views

ღალატია როცა:

1) შენი ქვეყნის 150-ზე მეტ სოფელს ისტორიულ მიწა-წყალს შუაგულ ქართლში მოწინააღმდეგეს ლანგრით გადასცემ!

2)ღალატია როცა, შენი წინაპრების სისხლით მორწყულ, ნალოც წმინდა ადგილზე, დავით გარეჯზე იტყვი ჩემთვის არაფერს ნიშნავსო და მოწინააღმდეგეს სჭირდება, მისთვის უფრო მნიშვნელოვანიაო და ლანგრით მიართმევ!

3)ღალატია როცა, ისტორიულ ზემო სვანეთს აფხაზეთს უწოდებ და შემდეგ მოღალატეობრივად მოწინააღმდეგეს უბრძოლველად გადასცემ!

4)ღალატია როცა; ახალ ომგამოვლილ ქვეყანაში მოწინააღმდეგეს ჩააბარებ ყვვლა სტრატეგიულ ობიექტს, გაუხსნი გზას და ენის მოჩლექით ესაუბრები! პირიქით ქართველებისთვის გზის გახსნა და ვიზების მოხსნა კი გწყინს!

5)ღალატია როცა ხარ ხელისუფალი და არაადამიანურად ექცევი შენს ერს, აწამებ და კლავ ციხეებსა თუ ქუჩებში, ამის შემდეგ კი თავის მართლებასაც იწყებ!

6)ღალატია როცა საკუთარ ქვეყანაში ებრძვი ყველაფერ ქართულს და წმინდას!

7)ღალატია როცა შენთვის სიტყვა ქართველი და საქართველო არაფერს ნიშნავს, მხოლოოდენ საძოვარს და ადგილს სადაც იცოხნი და ფაშვს გაივსებ!!!

8)ღალატია როცა, ატარებ მტრის პოლიტიკას, როცა ფულის სანაცვლოდ საკუთრ ერს სულში აფურთხებ, ა)არასწორი კანონების მიღებით, ბ) ლჯპიდი სიბილწის პროპაგანდით, გ)ფარისევლობით, სიტყვით ქრისტიანობითა და კონსერვატორობით, საქმით კი ლიბერალობით!!!

9)ღალატია როცა მტრის დავალებით უდანაშაულოდ ხალხს დაიჭერ სიმართლისა და სიწმინდის დაცვისთვის!

10) ღალატია როცა ფულის გამო აგინებ ყველაფერ ქართულს, წმინდანებს, მეფეებს, ქართულ ღირებულებებს!

11)ღალატია როცა ეს ყველაფერი არ გტკივა და არ გაწუხებს, არ მოქმედებ და არა უშავს ამბობ, ჩაიარონ რას დაგვაკლებენ… !!!

12)ღალატია როცა ის რაც შენი წინაპრებისთვის წმინდა და ღირებული იყო, რისთვისაც ეწირებოდნენ, სისხლს ღვრიდნენ დღეს შენ არაფრად არ მიგაჩნია, მზად ხარ დათმო ყველა და ყველაფერი ოღონდ კი სადღაც გაურკვეველ ორგანიზაციაში მიგიღონ, სადაც არც გიღებენ, მათი მთავარი იდეოლოგია კი სიბილწე და გარყვნილება, უზნეობაა!!!

და ამ ყოველი კითხვის მერეც თუ კიდევ გაინტერესებს ბუზალაძის შესახებაც ვიტყვი, მას არაფერი დაუშავებია!!! გარდა იმისა რომ ვერ გაუძლო წნეხს და ბოდიში მოუხადა ლიბერ საზოგადიებას, რითიც თავი კიდევ უფრო უხერხულ და ცუდ სიტუაციაში ჩაიყენა. ნუ ეს საწყენია… თუ კი ვინმე მეტყვის ამორალურია დამპყრობელთან სიმღერაო, კი ბატონო დამპყრობელია, მარა მე გეკითხებით აქეთ,

რატომ ჩადიხართ თურქეთში?!

რატომ ჩადიხართ აზერბაიჯანში?!

რატომ ჩადიხართ სომხეთში?

რატომ ჩადიხართ ამერიკაში?!

თურქეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს, რუსეთს ყველას წართმეული აქვს ტეროტირია, ამერიკა კი 30 წელია გვმართავს და ერის გადაგვარებისა და გახრწნის მეტი არაფერი სარგო არ უქნიათ ჩვენთვის და არც არსად!!!

ბევრი ვიცი ისეთიც, ბიზნესი და საქმე რუსეთში აქვთ, იქიდან ფინანსდებიან, ლიბერასტების დასანახად კი რუსეთს აგინებენ, არა მე რუსეთში რა მინდაო, თურქეთში კი დასასვენებლად დადიან!!! რატომ?! აღარ თვლით საქართველოდ იმას რაც თურქეთმა წაიღო?! ეს რა მიდგომაა?! თუ მორალი ასე გესმით არ წახვიდეთ მაშინ არსად, არც ერთ დამპყრიბელ ქვეყანაში მარა…. სად გაქვთ მორალი?! თქვენი მორალი ფულია და მორჩა!!! ფული ბაბაია ფული… ბევრი ფული ბაბა!!!

ჩვენ რა ვქნათ?! არ ვიურთიერთოთ მათთან?! ზოგი იტყვის ახლა ომია უკრაინაში და მაგიტომო, კი ბატონო არც უკრაინაშია გამართლებული ომი და მკვლელობები, ეს ასეა რად უნდა ამას კითხვა და პასუხი?! ვერაფრით ვერ გავამართლებ ომს და მკვლელობებს მით უმეტეს სხვისი ტეროტირიების დაპყრობას! ეს ყველაფერი ნათელია და არაა საერთოდ საკამათო, მარა ჩვენ რა ვქნათ?! ჩვენც შევაკვდეთ?! და ამით რა?! 2008 ში ყვიროდა ასე შემართებით ვინმე სლავა გრუზიას?! ამდენი დახმარება გაგვიწია ვინმემ?! რა ვნახეთ?! აღშფოთებული და შეშფოთებული დასავლეთი… ვის რა ჯანდაბათ უნდა მათი აღშფოთება ან შეშფოთება?! ამით რა დაგვიბრუნდა ტერიტირიები?! ახლაც იგივეს არ ეუბნებიან უკრაინელებს, თუ ომს მოიგებთ მიგიღებთ ნატოშიო თუ არა არაო… ეს არაა დაცინვა?! თუ კი უკრაინა ომს მოუგებს ამხელა იმპერიას, მერე რაღა ჯანდაბად უნდა ნატო?! რა ჯანდაბა გვჭირს მართლა სულ დავკარგეთ საღად აზროვნების უნარი?! დღეს დავწერე სარკაზმულად ქართველებმა ეშმაკს პირჯვრისწერა დავაწყებინეთ თქო, ღმერთო მათ არ დავემსგავსო რას გვანანო…

ასეა სამწუხაროდ, ჩავიხედოთ გულში გვეჯავრება ერთმანეთი უნდა გამოვიცვალოთ, უნდა შევძლოთ განსხვავებული აზრის მიღებაც და პატიებაც მარა არა სიწმინდის დაკნინების ხარჯზე, არა ღმერთის შეურაცხყოფის ხარჯზე! არა ჩვენი იდენტობის დათმობის ხარჯზე!!! ამ ზიზღსა და ბოღმას რაც ქვეყანაში ტრიალებს კაი არ მოყვება არავისთვის, ეს უნდა გავიგოთ ყველამ!!!

დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება არსებულ ხელისუფალს, ყოველგვარი წახალისება ელჯიპიდი სიბილწისა იწვევს სამართლიან რისხვას ქვეყნის აბსოლიტური უმრავლესობისა!!! პატივი ეცით ჩვენს წარსულს, იმოქმედეთ ღირსეულად აწმყოში რათა ჩვენს შვილებს ქონდეთ ღირსეული მომავალი!!! ხელისუფლის უმოქმედობის შემთხვევაში შესაძლებელია სამოქალაქო ომამდეც კი მივიდეთ, რაც დამღუპველი იქნება მთელი ერისთვის!!!

დაასრულეთ ქვეყანაში არსებული ლიბერალური დღის წესრიგი!!! იყავით საქმით ქრისტიანები და კონსერვატორები, მარტო სიტყვა არაფერს შველის ნუ დაახოცინებთ ერთმანეთს ხალხს!!! მოქმედების დროა!!! დაერქვას მოღალატეს მოღალატე და დაისაჯოს!!! თუ იწყალებთ მოღალატესა და ქვეყნის გამყიდეს, გამოუშვით ზნეობის დაცვისთვის დაჭერილი ვაჟკაცებიც!!! უარი ერთხელ და სამუდამოდ ლიბერალურ დასავლეთს!!! ურთიერთობა გვქონდეს ყველასთან მარა ვიყოთ ნეიტრალურნი!!!გზა და მიმართულება კი მხოლოდ ქრისტესკენ მხოლოდ ქრისტესთან!!! ის რაც ქრისტეს ეწინააღმდეგება არავინ და არაფერი არ გვინდა, არც ეხლა და არც არასოდეს!!!

მღვდელი იაკობ მესტვირიშვილი; სოციალური ქსელი

Cesko