“ექვსი წელია ვმალავ, რომ გათხოვილი ვარ…” – მაკა შალიკაშვილი მიზეზს ასახელებს

0
2510
28 Views

მსახიობი მაკა შალიკაშვილი სტუმრად ია ფარულავას გადაცემაში იყო და პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა:

„ეს იყო აბსოლუტურად გააზრებული დამალვა, იმიტომ, რომ ამას ჰქონდა ბევრი მიზეზი. თავი დავანებოთ ყველაფერს, მე მივხვდი, რომ სიყვარულს მართლა მალვა უნდა. მისი სურვილიც იყო ეს და მე დავეთანხმე, შევუსრულე ეს თხოვნა. საერთოდ, საქართველოში ძალიან უჭირთ ადამიანებს, გითხრან, რომ კარგი ხარ. ამის გარდა ყველაფერს გეუბნებიან, რომ რა გიჟი ხარ, როგორ აფრენ… ამის გარდა ამ საკითხზე აღარ ვილაპარაკებ. მე ექვსი წელია გათხოვილი ვარ, მყავს ქმარი. ჩემი ქმარი არის რეჟისორი ირაკლი ყაჭეიშვილი, არაჩვეულებრივი ადამიანი, უნიჭიერესი. ჯვარიც გვაქვს დაწერილი. როცა ჯვარს ვიწერდით, იმდენად გასაიდუმლოებული იყო ეს ყველაფერი, რომ დაველოდეთ, სანამ ბოლო ადამიანიც არ წავიდა ტაძრიდან“ – თქვა მაკა შალიკაშვილმა.

წყარო: მარაო

Cesko