„ფრანკლინის კლუბის“ მიერ შერჩეული იდეოლოგიური სტიგმა: „ილია ჭავჭავაძე – ლიბერალი“, ადრეულ პერიოდში აქტიურად „პიარდებოდა“ ლევან რამიშვილის მიერ – დავით ქართველიშვილი

0
537
30 Views

„უკრაინაში, ტომ პალმერს ოფიციალურად აქვს შექმნილი “დახმარების ფონდი“, არაოფიციალურად კი მის სახელთან დაკავშირებულია არაერთი სკანდალური ბრალდება, რომელიც უკავშირდება უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის მიზნობრივი გამოყენების თაობაზე გამოთქმულ ეჭვებს. არსებობს ვარაუდი, რომ აღნიშნული ბრალდება მას გაავრცელებინეს ამერიკულმა სპეცსამსახურებმა, როგორც პრევენციული ხასიათის გაფრთხილება კიევის რეჟიმს, რომ ამის თაობაზე ინფორმაცია მათთვის ცნობილია“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.

მისი თქმით, სწორედ ტომ პალმერი არის საქართველოში შექმნილი იდეოლოგიური დატვირთვის მქონე სკოლების („ფრანკლინის კლუბი“ და მასთან დაკავშირებული ქსელი) დამფუძნებელი.

„საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის ნიადაგზე, იდეოლოგიური დატვირთვის მქონე სკოლების ფუძემდებლად და კურატორად შეიძლება ჩავთვალოთ ა.შ.შ.-ს მოქალაქე, 1956 წელს დაბადებული, პოლიტოლოგიის დოქტორი ტომ პალმერი (Thomas G. Palmer), რადიკალური ლიბერტარიანული მიმდინარეობის აქტიური მხარდამჭერი, რომელიც პირდაპირ ლობირებს ანარქიისკენ მიდრეკილი, პოლიტიკური მიმდევრობების პოპულარიზაციას. ამავდროულად, ის არის ლიბერტარიანელთა ცნობილი იდეოლოგის George M. Yeage-ს (1934-2017) „თავისუფლების პოპულარიზაციის ინსტიტუტის“ თავმჯდომარე. ის წარმოადგენს “Atlas network”-ის ვიცე-პრეზიდენტს, სადაც ხელმძღვანელობს ორგანიზაციის საერთაშორისო პროგრამებს, რომლის ფარგლებშიც პასუხისმგებელია სასწავლო კურსების შექმნასა და ინტეგრაციაზე. ამ ეტაპისთვის აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის ხელისუფლებას, სადაც მისი მონაწილეობით შექმნილია არაერთი ლიბერტარიანული იდეოლოგიის გამავრცელებელი ორგანიზაცია, ფორუმები და სხვა.

უკანასკნელ პერიოდში ის ძირითადად იმყოფება სწორედ უკრაინაში, საიდანაც ხელმძღვანელობს საქართველოშიც ხსენებული ორგანიზაციის ეგიდით მოქმედ მოძრაობებსა და კლუბებს. უკრაინაში, მას ოფიციალურად აქვს შექმნილი “დახმარების ფონდი“, არაოფიციალურად კი მის სახელთან დაკავშირებულია არაერთი სკანდალური ბრალდება, რომელიც უკავშირდება უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის მიზნობრივი გამოყენების თაობაზე გამოთქმულ ეჭვებს. არსებობს ვარაუდი, რომ აღნიშნული ბრალდება მას გაავრცელებინეს ამერიკულმა სპეცსამსახურებმა, როგორც პრევენციული ხასიათის გაფრთხილება კიევის რეჟიმს, რომ ამის თაობაზე ინფორმაცია მათთვის ცნობილია. როგორც აღვნიშნეთ, ტომ პალმერი იკავებს “Atlas network”-ში ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას და უშუალოდ არის პასუხისმგებელი ა.შ.შ.-ს ფარგლებს გარეთ ანალიტიკური ცენტრების ფუნქციონირება-დაფუძნებაზე. სწორედ მისი მონაწილეობითა და კურაციით იქნა შექმნილი საქართველოში „ფრანკლინის კლუბი“ და მასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო ქსელი.

მნიშვნელოვანი გარემოებები: ტომ პალმერი პირადად ახლო მეგობრულ ურთიერთობაში იყო „თავისუფალი და აგრარული“ უნივერსიტეტის დამფუძნებელ კახა ბენდუქიძესთან, ხოლო მოგვიანებით მის სამეგობრო წრეში მოხვდა ლევან რამიშვილი, ანასტასია ბენდუქიძე და ელენე სააკაშვილი. ამჟამად მისი ფეისბუქ გვერდი დაიხურა, მაგრამ მის შესახებ საკმარისი დამატებით ინფორმაციის მოპოვება მაინც მოვასწარი. სწორედ იქიდან გახდა ცნობილი ოდესაში, მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორობის დროს, მისი ეგიდით შექმნილი ბანაკების ერთ-ერთი ორგანიზატორის შესახებ – რევაზ თოფურია, რომელიც ამჟამად არის „ფრანკლინის კლუბის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. „ფრანკლინის კლუბის“ მიერ შერჩეული იდეოლოგიური სტიგმა: “ილია ჭავჭავაძე – ლიბერალი“, ადრეულ პერიოდში აქტიურად „პიარდებოდა“ ლევან რამიშვილის მიერ – ხსენებული იდეა კი მას სწორედ ტომ პალმერმა მიაწოდა, რომელმაც აღნიშნული ხედვა ასახა ჯერ კიდევ 2009 წელს, საკუთარ ვებ გვერდზე. „Atlas Network“-ის ე.წ. „ბიბლიად“ მიჩნეულია მილტონ ფრიდმანის წიგნი: „კრიზისი რეალური თუ გამოგონილი: იწვევს რეალურ ცვლილებებს”, რაც კარგად აჩვენებს მათი სტრატეგიის არსს.

ხსენებული ორგანიზაციის ეგიდით შექმნილი ჯგუფების დევიზია – „მუშაობა იქამდე, ვიდრე პოლიტიკურად შეუძლებელი არ გახდება პოლიტიკურად შესაძლებელი“. ორგანიზაციის საფუძველში დევს მსოფლიოს მასშტაბით ანალიტიკური ცენტრების შექმნის იდეა, რომელიც უნდა იყოს მიმოფანტული სხვადასხვა ქალაქებში, თუმცა ემსახურებოდეს საერთო მიზანს (ამ ეტაპისთვის „Atlas Network“-თან და მის ხელმძღვანელ ტომას პალმერთან დაკავშირებულია საქართველოში 30-მდე ორგანიზაციის შექმნა). ამ თემას ჩვენ აუცილებლად გავშლით უშუალო მოქმედი პირების მიხედვით – ქვეყანამ უნდა იცოდეს თავისი ანტიგმირების ვინაობა“, – წერს ფეისბუკზე დავით ქართველიშვილი.

Cesko