34 Views
ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდში, 24 წლის ჩინელი კაცი რამდენიმე ჩინურ რესტორანში მყოფებს ნაჯახით თავს დაესხა.
მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.
პოლიციის ცნობით, სამი ადამიანი საავადმყოფოში სტაბილურ მდგომარეობაში რჩება.
პოლიციის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე ჩინეთის მოქალაქე დააკავეს.
თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. ვარაუდობენ, რომ კაცი მარტო მოქმედებდა.